მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები - „გურია“, „ნენანა“ და „ამაღლება“ საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურში მონაწილეობდნენ.
ფესტივალი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, გურიის რეგიონის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, ავტორმთქმელებს, ზეპირსიტყვიერების შემკრებთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს უმასპინძლა.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, წლის განმავლობაში, თავადაც არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას გეგმავს. ამით კი ადგილობრივების კიდევ უფრო გააქტიურებასა და შემოქმედების განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა