პიპილეთის საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების კვირეულს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით შეუერთდა
01-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი კვირეულის ფარგლებში აღინიშნა.
18-25 ოქტომბრის ინტერვალში მედიაწიგნიერების კვირეულის ფასილიტატორებმა: მაია ფხაკაძემ, ეკა ჩალაძემ, ესმა ბერელიძემ და მაყვალა ბენდიანიშვილმა მიზანმიმართული, საინტერესო და სახალისო ღონისძიებები დაგეგმეს და განახორციელეს.
ღონისძიებებმა მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების და თემის წარმომადგენლების მედიაწიგნიერების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას შეუწყო ხელი.
„მედიაწიგნიერების კვირეული გაეროს რეზოლუციის თანახმად (2021წ. 25 მარტი) უკვე მეორე წელია ოქტომბრის თვის ბოლო კვირაში ტარდება და მისი მიზანია გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარებას მხარ უჭერენ და მონაწილეობენ საქართველოს გამნათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნილი ცენტრი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, საერთაშორისო ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, საჯარო და კერძო სკოლები.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მედიაწიგნიერების კვირეულის სკოლის ფასილიტატორებს საინტერესო და მიზანმიმართული, ხალისიანი კვირეულის ორგანიზებისთვის“, - აღნიშნეს სკოლაში.