სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„საგნის პედაგოგი არ უნდა გავუშვათ სკოლიდან იმის გამო, რომ ტესტი ვერ გაიარა“ - დოდო ხაჩიძე, ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


პირველივე კლასიდან გადაუწყვეტია მასწავლებლობა თუმცა მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რამხელა მწვერვალებს დაიპყრობდა. სტუდენტობისას სამი შვილი გაზარდა, მოგვიანებით 4 შვილის დედა გახდა, მეუღლეც პედაგოგია, თავად კი, პროფესიით ისტორიკოსი, სამოქალაქო განათლებას ასწავლის და ორჯერ არჩეული დეპუტატის მანდატსაც ღირსეულად ატარებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი, დოდო ხაჩიძე უკვე მეორე ვადით ხელმძღვანელობს სკოლას და etaloni.ge-ს უმხელს, თუ აქ დირექტორად ან მოვალეობის შემსრულებლად ვერ დავრჩები, ჩემი პროფესიით განვაგრძობ საქმიანობას, რადგან ვერც სკოლას, ვერც პედაგოგებსა და ვერც ჩემს მოსწავლეებს ვერ მივატოვებო.

საინტერესო კი ისაა, რომ ბავშვებთან არც მკაცრია და არც ზედმეტად მომთხოვნი, თუმცა მოსწავლეებმა იციან - მშობლიური სკოლაში მთავარი უფლებადამცველი სწორედ დირექტორი ჰყავთ - უსაყვარლესი დოდო მასწავლებელი, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობს და არც ბავშვებს აძლევს მოდუნების საშუალებას - ახლა მნიშვნელოვანია ვიაქტიუროთ, რადგან პანდემიამ მოსწავლეთა მოსწრებაზე უარყოფითად იმოქმედაო, გვიმხელს და ინტერვიუსაც სწორედ სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის გზებით იწყებს:

- მართალია, აქამდე არ დავკვირვებივართ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა პირისპირ რეჟიმში სწავლება. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, 68 მოსწავლე გვყავს, თუმცა ყველას არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. ამიტომ ვბეჭდავდით ტექსტებს, ვაწვდიდით ბავშვებს, მასწავლებლები თავს არ ზოგავდნენ და დიდხანსაც არ ვყოფილვართ ჩაკეტილები, რადგან მცირემოსწავლიან სკოლაში ბევრად მარტივი იყი არსებული რეგულაციების დაცვა და არ ყოფილა მოსწავლე, რომელიც ჩართული არ გახლდათ სასწავლო პროცესში, თუმცა უნდა ვაღიაროთ - ონლაინ-სწავლებამ თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, გაუარესებულია მდგომარეობა ყველა საგანში და სხვათა შორის, პანდემიამ მოსწავლეთა ქცევაზეც იმოქმედა. ამიტომ დიდი სიხარულითა დავბრუნდით სკოლაში - ერთი თვეც არ დაგვჭირდა, სასწავლო პროცესი ჩვეულ კალაპოტში მოგვექცია, გვაქვს ყველა რესურსი, სკოლის ბიუჯეტიც მაძლევს საშუალებას, პედაგოგები იყვნენ უზრუნველყოფილნი საჭირო რესურსებით, გვაქვს WI-Fi, რომელზე წვდომა მოსწავლეებსაც გააჩნიათ...

- სადიაგნოსტიკო ტესტირება ხომ არ ჩაგიტარებიათ, სასწავლო დანაკარგების დასადგენად, ქალბატონო დოდო?

- არა, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ტესტირება წლის დასაწყისში უნდა ჩატარდეს, რათა სასწავლო წლის ბოლოს ვნახოთ, როგორ შევძელით შედეგების გაუმჯობესება.

- თქვით პანდემიის გავლენა მაინც იგრძნობაო... თქვენი აზრით, როგორ უნდა აღმოფხვრას სკოლამ ეს დანაკარგი?

- ისევ ჩვენი გამოსასწორებელია ეს ყველაფერი, ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგები გაკვეთილების შემდეგ რჩებიან, რათა ზედმეტად წაამეცადინონ ბავშვები დაწყებით კლასებში, მშობლებთანაც გაცილებით ხშირი ურთიერთობა გვაქვს, ხოლო რაც შეეხება უფროსკლასელებს, იმდენი აქტივობა გვაქვს, იმდენი პროექტი, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად არიან დატვირთულები... ასე მოვახერხებთ, რომ ბავშვის გონებამ ივარჯიშოს;

გარდა ამისა, როგორც დირექტორი, ჩართული ვარ გაეროს ქალთა ფონდის გენდერულ პროექტში - ერთად სტერეოტიპების წინააღმდეგ; 100 სკოლა მონაწილეობს, მათ შორის ჩვენც და გვაქვს აქტივობები გენდერულ საკითხზე, ბულინგის თემაზე ეწყობა კონკურსები და როდესაც გონება აქტიურად მუშაობს, თავისთავად, უკეთესი შედეგი აქვთ ბავშვებს.

- გენდერული საკითხები და ბულინგი ახსენეთ, გასაგებია, რომ მოსწავლეები სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ, მაგრამ რეალურად, ამ მიმართულებით თუ ამაღლდა მოზარდების ცნობიერება?

- მოსწავლეთა ცნობიერება საგრძნობლად გაზრდილია, ნეტავ იცოდეთ, როგორ უთითებენ ერთმანეთს გადაცდომებზე... მასწავლებლებიც მათთან ერთად ვიზრდებით, შეიცვალა ჩვენი შეხედულებებიც, ბავშვებიც აქტიურები არიან, სწავლობენ საკუთრი პოზიციის, უფლებების დაცვას...

- და ამ დროს ავიწყდებათ, რომ მოვალეობებიც აქვთ ხომ? ხშირად გვესმის ფრაზა - ნუ მაბულინგებთ, მასწავლებელო... სად გადის წითელი ხაზები მოსწავლეთა და პედაგოგთა უფლებების მხრივ, ქალბატონო დოდო?

- გეთანხმებით, ბავშვები მოვალეობებზე ნაკლებად საუბრობენ და ამ მიმართულებით ხშირად, შეხსენებაც სჭირდებათ, თუმცა რამდენიმე კლასში დამრიგებელმა ბავშვებს შეამუშავებინა ქცევის წესები, რომელიც გააკრეს კედელზე და ახლა მოსწავლეები ერთმანეთს უთითებენ - „წესი N4, ნახე რა  წერია“! ასეთი მიდგომები ნამდვილად უკეთესია მოსწავლეთა ჩართულობის მხრივ.

- დირექტორი როგორ ამყარებს წესრიგს სკოლაში - მკაცრი ხართ?

- არა, ბავშვებმა იციან, რომ ნებისმიერ დროს, შეუძლიათ, ჰქონდეთ ჩემი იმედი - მივატოვებ ყველა საქმეს და მხარში დავუდგები. დამრიგებელთან არ მიდიან ისე ხშირად, როგორც ჩემთან.  ბავშვების ინტერესების დამცველი ვარ სკოლაში და არც ერთი მოსწავლე არ  იტყვის, რომ დირექტორის ეშინია ან ვერ გაუგეს; სხვათა შორის, ძალიან დამეხმარა ვიდეოსათვალთვალო სისტემა, პატარები შემოვიდნენ კიდეც იმის სანახავად, როგორ ვაკვირდები სკოლის პერიმეტრს. იცოდე დირექტორი დაგინახავს, არაფერი დააშავოო... - ერთმანეთს აფრთხილებდნენ.

- ადრე იყო მითი, რომ მასწავლებელი იმასაც ხედავდა, სახლში რას ვაკეთებდით...

- კი ასე იყო, ბავშვებს სჯეროდათ, რომ მასწავლებელი ყველაფერს ხედავდა... ისე, სკოლაში ნამდვილად საჭიროა კამერები, თუმცა წლებმა მომცა გამოცდილება, ისედაც შევიტყო, თუ რომელ ბავშვს აკლია სიყვარული, რაიმე სჭირდება თუ არა... არ ვიქებ თავს, მაგრამ მყავს ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე მასწავლებლები, უმეტესობა სერტიფიცირებულია და მხოლოდ რამდენიმეა უსტატუსო, თუმცა მაინც შევინარჩუნეთ, რადგან შორ გზაზე სიარულს ვერ ახერხებენ და ამიტომ სოფელში მაცხოვრებელ კადრებს მაქსიმალურად ვუფრთხილდებით.

- სოფლამდე მოსასვლელი გზა შორია და თქვენი გზა როგორია სკოლის დირექტორობამდე?

- პირველივე კლასიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, პროფესიით ისტორიკოსი ვარ, სტუდენტობისას სამი შვილი გავზარდე, ისე 4 შვილის დედა ვარ და მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ოჯახმა ხელი შემიწყო... მეუღლეც მასწავლებელია...

სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია, რომ განსაკუთრებულ მწვერვალებს მივაღწევდი, მაგრამ სკოლაში პიონერხელმძღვანელობით დაწყებული ჩემი მოღვაწეობა დასრულდა იმით, რომ ვარ ორჯერ არჩეული დირექტორი, გავიარე მილენიუმის პროგრამა - სამივე მოდული; 2017 წლიდან ვარ მეორე მოწვევის დეპუტატი საკრებულოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში წასვლა არასოდეს მდომებია... დირექტორის გამოცდებიც ჩავაბარე ისე, რომ საუკეთესო 20 პროცენტში გავედი, ვარ უფროსი მასწავლებელია და მგონი, მარტივი არ იყო ეს ყველაფერი... როგორ შევძელი, არ ვიცი და ახლაც, ჩემს სკოლაში უკვე მეორე ვადით ვარ დირექტორად... ნამდვილად არ ვაპირებ, სხვა სკოლაში ვიმუშაო... თუ დამტოვებენ მოვალეობის შემსრულებლად, დავრჩები, თუ არადა, მშვენიერი სპეციალობა მაქვს.

- გამოდის, ნადაბურის სკოლას ბოლომდე ერთგულებთ... უფროსი მასწავლებელი ვარო, მითხარით, გამოცდების წინააღმდეგი არ ხართ?

- ვფიქრობ, პედაგოგს საგნის კომპეტენციის დადასტურება უნდა შეეძლოს... როცა ჩავაბარე, ვთქვი - იქ არაფერი იყო ისეთი, რაც მე, ისტორიის მასწავლებელს არ უდნა მცოდნოდა, მაგრამ წელს განსხვავებული ვითარება იყო - ტესტებში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა და ისინი უნდა აღმოიფხვრას, რათა მეტი ნდობა გაჩნდეს საგამოცდო სიტემის მიმართ... და კიდევ ერთი - ვთვლი, რომ გამოცდები აუცილებელია, თუმცა საგნის პედაგოგი არ უნდა გავუშვათ სკოლიდან იმის გამო, რომ ტესტი ვერ გაიარა და  მივიღოთ მაგალითად, ეკონომისტი, რომელმაც გამოცდა ჩააბარა და მოდის სკოლაში იმის გამო, რომ დანამატია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება