მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობი საშუალების დაფინანსების უზრუნველყოფის პროგრამა.
„დაფინანსების მიღება შეუძლია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს, (მარტოხელა პენსიონერი, მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ პირი), რომელთა სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 120 000 ქულას. თითოეულს 150 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება