მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარინე ფხაკაძე გვპასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...- ცხოვრება მშვენიერია...
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- პედაგოგობა ჩემთვის პროფესიაზე მეტია. ეს არის ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან: კოლეგებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ბავშვის სულში ჩახედვა, როცა აღმოჩნდები მის სამყაროში და აგრძელებ ურთიერთობას შენი და მისი სამყაროთი.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, დამსახურებულმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლილი კირტავამ მითხრა: რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის იყავი გაწონასწორებული, პრინციპული, სხვისი აზრის გამზიარებელი და სიახლეების მიმღები.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- ყველა მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილება.
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი მოსწავლეების სიყვარული და მასწავლებლების მზაობა სიახლეების მიმართ.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- სუფევს გარემო, როცა ყველას უხარია აქ ყოფნა - მოსწავლეები მოდიან სკოლაში სიხარულით, მასწავლებლები ატარებენ გაკვეთილებს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, არის თანამშრომლობითი გარემო და მშობლებიც ჩართული არიან სწავლა-აღზრდის პროცესში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.