სიახლეები
პიროვნება

„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მყარი საფუძველი სწავლა-სწავლების პროცესი წარიმართოს წარმატებულად“-ნათია კაპანაძე, გორელოვკის N3 სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია კაპანაძე გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურთ, მოგექცნენ თავად“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პროფესია - მასწავლებლობა - ეს სამყაროს, საგნების მრავალმხრივი, მრავალფეროვანი ხედვაა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებს აძლევ შანს, შეიყვარონ და ეზიარონ განათლებას.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მყარი საფუძველი იმისათვის, რომ სწავლა/სწავლების პროცესი წარიმართოს საინტერესოდ, წარმატებულად.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ყველას ვაგრძნობინო, რომ მნიშვნელოვანნი, ფასეულნი, თანაბარნი არიან. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

-  დოკუმენტებთან, „არაცოცხალ“ პროცესთან ურთიერთობა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მასწავლებელისა და მოსწავლეების წარმატებული ნაბიჯები, თანამშრომლების რჩევები, რომლითაც ვგრძნობ მათს კეთილგანწყობას.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველაფერი მშვიდად მიდის წარმატებისაკენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება