TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში სიყვარულით ასწავლიან და სწავლობენ“- აიდა აზატიანი, შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატიანი გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- არ დატოვოთ დღევანდელი სამუშაო ხვალისთვის.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- მასწავლებლობის ხელოვნება მრავალმხრივი და რთულია. მასწავლებლის ცხოვრება სიბრძნისა და მოთმინების, პროფესიული უნარებისა და ადამიანური ორიგინალურობის მარადიული გამოცდაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- მასწავლებელი მზად უნდა იყოს, უპასუხოს ბავშვის სხვადასხვა ემოციურ გამოვლინებებს და უპასუხოს მის შეკითხვებს.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

-  რა არის ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

-  განათლების მოთხოვნების შესაბამისად, თანამედროვე კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზის არქონა.

- მოტივაციას მაძლევს...

- .მოტივაცია სულაც არ არის შინაგანი დიალოგი და ცრუ თვითშთაგონება. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ადამიანს შეუძლია წარმატებით დაიცვას და გაზარდოს მოტივაცია სამსახურში. ჩემი ცნობიერება საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც მან უკვე იცის რა გააკეთოს.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- ყველა ჯანმრთელი და დამსწრეა, როცა სიყვარულით ასწავლიან და სწავლობენ, როცა არის ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მოსმენისა და დახმარების სურვილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება