მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
VI და IX კლასების დამრიგებელმა ლია არევაძემ ჩაატარა კლასის საათი თემაზე: „დიალოგი მშობლებთან საკუთარ პროფესიაზე", სადაც მოწვეული იყო სადამრიგებლო კლასების მოსწავლეების 5 მშობელი მასწავლებელი, მათ შორის სკოლის დირექტორი და საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი, ასევე, სტუმრის სტატუსით - პროფორიენტაციის მასწავლებელი.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა ღია დიალოგი მასწავლებლის პროფესიაზე. მოსწავლეებმა მოირგეს ჟურნალისტის, დეკორატორის, მიმტანისა და დამლაგებლის პროფესიები. აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ღონისძიების მზადების პროცესში, ასევე დიდი პასუხისმგებლობით გაითავისეს დაკისრებული ვალდებულებები ღონისძიების მსვლელობისას.
მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ ამომწურავ პასუხებს პედაგოგებისგან, ასევე, გულახდილად პასუხობდნენ მასწავლებლების დასმულ შეკითხვებს. მოსწავლეებმა მიიღეს მიზანმიმართული და დროული მითითებები პროფორიენტაციის მასწავლებლისგან.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მასწავლებლისადმი მიძღვნილი ლექსები. ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლებისადმი მიძღვნილი სამადლობელი წერილი წაიკითხა და აღნიშნა, რომ სტიმული სწორედ ამ ღონისძიებამ მისცა.
„სადამრიგებლო კლასებში 5 მშობელი-მასწავლებელი მყავს და ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი.
ბოლოს, მოსწავლეებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას, თუ რა განცდა დაეუფლა თითოეულ მათგანს, რა პასუხისმგებლობა იგრძნეს, რა სირთულეებს წააწყდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანის როლში საკუთარი თავის წარმოდგენისას.
და ბოლოს, შედეგად მივიღეთ 11 თვალანთებული და გულგახალისებული მოსწავლე და ვახანის საჯარო სკოლის ისტორიაში ჩაწერილი დიდი პოზიტივითა და საჭირო ინფორმაციით დატვირთული ერთი ფურცელი“,- წერს პედაგოგი ლია არევაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს