მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა.
მუნიციპალიტეტში სულ 600 3 წლის ზემოთ და სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 11 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 500 ბავშვის სწავლება, ხოლო 100 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით.
„შესწავლილი იქნა არსებულ ბაღებში სწავლების ხარისხი და დადგინდა რომ საბავშვო ბაღი დამთავრებული 181 ბავშვიდან მხოლოდ 50 პროცენტი აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტანდარტს. რაც ძირითადად აღმზრდელების დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული ამასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს თანამშრომელთა გადამზადება. ასევე სტანდარტებს ნაწილობრივ შეესაბამება კვების მენიუები, ხოლო პროდუქცია არის ხარისხიანი, ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტებს ბაღების ინფრასტრუქტურა და აღჭურვა, ეზოები არ არის შესაბამისად მოწყობილი.უნდა მოხდეს ბავშვების ტრანსპორტირება მეზობელ სოფლებიდან. ჩვენი მიზანი საშუალო ვადიან პერიოდში მოვახდინოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარება და სტანდარტებში მოქცევა“, ნათქვამია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება