სიახლეები
სკოლები

„პედაგოგის პროფესია ყველაზე პატივსაცემი და საპატიოა“ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი
02-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორთან ნვარდ სოგოიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

-  ერთად მივაღწევთ დადებით შედეგს․

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა და დღეს, ეს ასევე, ყველაზე რთულია. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი საკუთარი ხელით ქმნის მომავალს. პედაგოგი მოსწავლეთა მსოფლმხედველობას აყალიბებს და მორალურ ღირებულებებზე აღზრდილ თაობას ქმნის.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია დამოკიდებულია მასწავლებლის, შვილის და მშობლის თანამშრომლობაზე, რაც უფრო ეფექტურად თანამშრომლობს ორივე მხარე, მით უფრო ეფექტურია მოსწავლესთან მუშაობა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- „იმუშავე, იყავი კრეატიული და იქონიე მოთმინება“.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სკოლაში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოტივირებული ვარ აქტიური და თანამშრომლობითი მუშაობით․

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- როდესაც სკოლა დადებით შედეგს აღწევს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება