მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებელი თამილა ებრალიძე გვპასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- ცოცხლობდე - ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე - ნიშნავს ცოცხლობდე.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- პედაგოგიკა არცერთ ეპოქაში არ ყოფილა ადვილი. ის ყოველთვის საპასუხისმგებლო პროფესიათა რიგში მოიაზრებოდა-მოიაზრება და სწორედ ჩემთვის ეს საქმე არის პასუხისმგებლობა, რომელიც დიდ სიყვარულსა და შრომასთან ასოცირდება.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- უმნიშვნელოვანესია ბავშვთან სწორი მიდგომა, შესაბამის შექება და წახალისება, რათა კომუნიკაცია იყოს ეფექტური.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- იყავაი სამართლიანი, მიუკერძოებელი და ყურადღებიანი.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- იყო კეთილშობილური და მისაბაძი.
- მოტივაციას მაძლევს...
- ბავშვების თბილი, მომღიმარი თვალები და ის უკიდეგანო შესაძლებლობები, რომელიც ჩვენს პატარებს გააჩნიათ. ვფიქრობ, ეს არის ბავშვებისადმი სიყვარულის ძალა, რომელიც მაძლიერებს და მაძლევს მოტივაციას.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- როდესაც სკოლის ეზოდანვე მხვდება თბილი გარემო, მიყვარს სკოლის ზარის ხმა და ბავშვების ჟრიამული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.