მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2022 წლის 21 იანვარს მე-82 კლასის მოსწავლეები - კესო ბაბლიშვილი, საბა ჯინჭარაძე, თამარ დუმბაძე, ანასტასია ზურაბიშვილი eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში - ,,Love Letters 2/სიყვარულის წერილები 2", მონაწილეობდნენ. საერთო ჯამში,
პროექტში მონაწილეობდა 53 მასწავლებელი და 222 მოსწავლე 15 სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტის მიზანი წმინდა ვალენტინობის დღის შემოქმედებითად აღნიშვნა იყო.
სამუშაო პროცესი Zoom, WhatsApp ,eTwinning პლატფორმებზე მიმდინარეობდა. დიდი მოწონება დაიმსახურა ZOOM პლატფორმაზე დაგეგმილმა საინფორმაციო შეხვედრამ, სადაც მოსწავლეები გაეცნენ თანატოლ ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტრადიციებს, საყვარელ რომანტიკოს პოეტებს, თარგმნეს ინგლისურად საყვარელი ლექსები, ჩაწერეს ვიდეოები, თავიანთი ცოდნა გაუზიარეს უცხოელ თანატოლებს.
„ამ პროექტში მონაწილეობა დიდი გამოცდილება იყო როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. შევიძინეთ ახალი ცოდნა, მეგობრები, შევქმენით წერილები, სასაჩუქრე სასიყვარულო ყუთები, ბარათები, სურათები, ფოტოები, ილუსტრაციები, გავაუმჯობესეთ კომუნიკაციის უნარი და ინგლისური ენის ცოდნის დონე, გამოვაქვეყნეთ პროექტის ყველა მასალა და პროდუქტი Twinspace-ზე და პროექტის შეჯამების ვიდეო გავავრცელეთ facebook-ზე. პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპული ხარისხის ნიშანზე და 2022 წლის სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ჯილდო“,- წერს ბიოლოგიის პედაგოგი ეკატერინე კილაბერია.
მეორე საერთაშორისო პროექტი, რომელშიც პედაგოგი ეკატერინე კილაბერია მონაწილეობდა, 2022 წლის მარტიდან დაიწყო. პროექტის სახელწოდებაა - ,,Our happy future/ ჩვენი ბედნიერი მომავალი“, რომლის ავტორია იყო დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ირმა ღანიაშვილი.
პროექტში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის 42 მასწავლებელი და 290 მოსწავლე. პროექტის მიზანი იყო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება (მაგ. თანამშრომლობა, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრა, გადაწყვეტილების მიღება, საჯარო გამოსვლა, ციფრული უნარები); გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების ცოდნა და გააზრება; პატივი სცეს ადამიანის ღირსებასა და ადამიანის უფლებებს; დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება; სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თანაგრძნობა.
„მასში მე-11ა კლსის მოსწავლეები: მ.ბარბაქაძე, ა.მელუა, ნ.ჩაჩანიძე, ს.ლოცულაშილი ჩავრთე. პროექტმა დაგვაახლოვა, გაგვაერთიანა როგორც პედაგოგები, ასევე ბავშვებიც. ერთობლივად ვგეგმავდით და ვავსებდით რესურსებს, ვისახავდით სამომავლო გეგმებსა და შეხვედრებს. ბავშვებმა შეასრულეს უამრავი აქტივობა: შექმნეს ავატარები, ლოგოები, ბედნიერების ღრუბელი, პაზლებით ააწყვეს პროექტის ლოგო, პრეზენტაციები, ნახატები, დარგეს მცენარეები, მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის კვირეულში, აქტიურად იყვნენ ჩართული ინდივიდუალობის თემაში, ისწავლეს web 2 ინსტრუმენტებთნ მუშაობა. დიდი მოწონება დაიმსახურა ZOOM პლატფორმაზე დაგეგმილმა საინფორმაციო, შეხვედრამ , სადაც მოსწავლეები გაეცნენ მათ თანატოლ ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს. შეიქმნა ელექტრონული წიგნი, სადაც ყველა მონაწილის ნაშრომია მოთავსებული“,- წერს პედაგოგი.
ეკატერინე კილაბერია პროექტის ავტორს მადლობას უხდის და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს.
„მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს - ქალბატონ ირმა ღანიაშვილს, რადგან ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვქმნიდით და ვსწავლობდით ციფრული რესურსების შექმნას, ვესწრებოდით შეხვედრებს. მოსწავლეები ეცნობოდნენ პრეზენტაციებს მედიაწიგნიერებასთან, მომავლის პროფესიებთან, ინდივიდუალობასთან, დედამიწის დღესთან, ციფრულ უსაფრთხოებასთან, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ისწავლეს პერსონალური მონაცემების დაცვა. ყველა აქტივობა იყო ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო. პროექტი წარდგენილი იყო ეროვნულ და ევროპულ ხარისხის ნიშანზე და სექტემბერში მივიღეთ ეროვნული ხარისხის ნიშანი“,- აღნიშნავს მასწავლებელი ეკატერინე კილაბერია.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
ვიდეო
ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს