მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სწრაფად ცვალებად გარემოში, განათლების სისტემაში საჭიროა ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. სკოლის ციფრული განვითარების გეგმა ციფრულ ტრანსფორმაციასა და სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას შუწყობს ხელს. თუ აქამდე სამინისტრო განსაზღვრავდა სკოლის საჭიროებებს, ამ პროექტის მიხედვით სკოლა თავად შეაფასებს, განსაზღვრავს საკუთარი ციფრული განვითარების გეგმას. სკოლას უკეთ შეუძლია საკუთარი საჭიროებების განსაზღვრა, ამიტომ მომავალში სკოლას უნდა შეეძლოს საჭირო კომპიუტერული ტექნიკის მოთხოვნა და შემდეგ საკუთარი გეგმის შესაბამისად ამ ტექნიკის გამოყენება.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თვითშეფასებას. თვითშეფასების შედეგად გამოჩნდება რა შეიცვალა სკოლაში მას შემდეგ, რაც სკოლამ მიიღო ტექნიკა და საკუთარი გეგმა განახორციელა. ეს მუდმივი, ციკლური პროცესია.
მომავალში ეს პროცესი სკოლის განვითარების, სკოლის ავტორიზაციის ნაწილი გახდება.
სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში სკოლების ტექნიკით მომარაგების ახალი მოდელის დანერგვა იგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა