მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე გვპასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „ადამიანი იწყება ღირსებიდან“ - ეს ბატონ მერაბ მამარდაშვილის ცნობილი ციტატაა, რომელსაც მთელი არსით ვიზიარებ....
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- მასწავლებლის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლობა ბუნებრივად ასოცირდება გონიერებასთან, ინტელექტთან, თავისუფალ აზროვნებასთან, სწორ გადაწყვეტილებებთან. მასწავლებელმა მოსწავლე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც უნდა მოხიბლოს. ხშირად სწორედ მასწავლებლის ადამიანურობა, მისი სწორი ღირებულებები იზიდავს მოსწავლეებს, აყვარებს რთულ საგანს.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი მასწავლებლის პროფესიული მოვალეობაა, რადგან ის აჩვენებს ინტერესს არა მარტო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული მეთოდების მიმართ, ასევე ცხადყოფს მოსწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებასა და მშობლებთან თანამშრომლობითი მუშაობის სურვილს.
მშობლებთან ურთიერთგაგების მისაღწევად, ასევე პერსპექტიული ურთიერთობების დასამყარებლად, რომელიც ორიენტირებულია განათლებისა და აღზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების ერთობლივ გადაწყვეტაზე, მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს ოჯახთან ეფექტური კომუნიკაციის წესებითა და კონტაქტის დამყარების გზებით.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- სასკოლო გარემოში ურთიერთთანამშრომლობითი მიდგომების გაუმჯობესება ხელს უწყობს ინდივიდუალიზებული სწავლებისთვის პედაგოგთა დახელოვნებასა და პროფესიონალიზებას.
კოლეგის რჩევა? - თქვენ იმდენსავე სიყვარულს დაიმსახურებთ, რამდენსაც გასცემთ...
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- სიღრმისეული რეფორმების მიუხედავად, კვლავ რჩება ბევრი გამოწვევა განათლების და გადამზადების სერვისების ხარისხთან და თანასწორ ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ასევე, გამოწვევებს შორის არის განათლების კავშირი შრომის ბაზართან, მეცნიერებისა და კვლევების განვითარების ხელშეწყობა.
- მოტივაციას მაძლევს...
- სკოლა საუკეთესო ადგილია პროფესიული განვითარებისთვის, ეს ფრაზა თავად ამბობს სათქმელს. მასწავლებლობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა, ინტერესები და იდეები. მოტივაციას მაძლევს ჩვენი სკოლის პედაგოგიური გუნდი კომპეტენტური მასწავლებლებით, რომლებიც იყენებენ ყოველ შესაძლებლობას, წაახალისონ სწავლა და ასევე დროს უთმობენ თავიანთი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფას.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- პოზიტიური ატმოსფეროა, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული მეგობრული და სასიამოვნო თანამშრომლობითი ურთიერთობები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე