მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.
ღონისძიებაში მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები.
მეცხრეკლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო კუთხე აფხაზეთს მიუძღვნეს, სამეგრელოს მრავალფეროვნება მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს, კახეთის უხვი საშემოდგომო ნობათი მე-4 კლასელებმა გამოფინეს, მეშვიდეკლასელებმა კუთხე ქართლს მიუძღვნეს, აჭარული შემოდგომისა და სოფლის ტრადიციების ნახვა სტუმრებს მეხუთე კლასის მოსწავლეთა სტენდზე შეეძლოთ.
„თითოეულმა ძალიან საინტერესოდ და ლამაზი ნომრებით წარმოაჩინა ჩვენი მართლაც რომ საოცარი კუთხეები. ღონისძიება გამოვიდა ძალიან საინტერესო, სანახაობრივი, ინფორმაციული და რაც მთავარია მოსწავლეებს მიანიჭა უდიდესი ხალისი და ბედნიერება. დასკვნით ეტაპზე სიტყვით გამოვიდა დირექტორი. მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მონაწილეს და მონაწილე კლასთა დამრიგებლებს, სკოლას კი უსურვა ბევრი ასეთი ლამაზი დღე“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონფერენციის მთავარი თემა იყო - პროექტული სწავლება
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე