სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ლიტერატურული კომპოზიცია - „მარადისობის ბინადარი“ გამართეს
03-11-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა 140 წლის გახდა

ამ თარიღთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები გაიმართა. 

მე-5 კლასის მოსწავლეები ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, ყვავილებით შეამკეს შემოქმედის საფლავი.

დაჩი იოსელიანი მოსწავლეებს ესაუბრა მწერლის შესახებ, დაათვალიერებინა მარანი, იქ წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო ნივთები, აუხსნა, რომ მეღვინეობას ჩვენს ქვეყანაში რვაასწლიანი ისტორია აქვს, აჩვენა მარანში წარმოდგენილი ღვინის კოლექცია. ამის შემდეგ მასპინძელი პატარა სტუმრებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს შეუძღვა მთავარ დარბაზში, სადაც დაათვალიერებინა მწერლის პირადი ნივთები, ნახატები, სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები.

ბოლოს, მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია, „მარადისობის ბინადარი“ წარადგინეს, რომელიც მწერლის ბიოგრაფიულ შტრიხებს, ბრძნულ გამონათქვამებს, იგავ-არაკებსა და ლექსებს აერთიანებდა.

მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დოდო ხაჩიძე, ხოლო დამრიგებელი მანანა წულაიაა. 

„დიდი შემოქმედის სამყაროში მოგზაურობით მოსწავლეებს განუვითარდათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების უნარ-ჩვევები, გაუძლიერდათ სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, რომელიც წარსულთან გვაკავშირებს, აწმყოსთვის მყარ საყრდენს გვაძლევს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს.
ბატონი დაჩი იოსელიანი საოცრად თბილად მოეფერა ბავშვებს, შეაქო, მოუწონა გამართული მეტყველება, რომლის დეფიციტიც, სამწუხაროდ, ხშირადაა, მადლობა გადაუხადა მასწავლებლებსა და მშობლებს. თავის მხრივ მშობლებმაც არ დაიშურეს სამადლობელი სიტყვები ყურადღებიანი მასპინძლისა და მასწავლებლებისათვის",- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება