„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის ურთიერთობა მათთან, როგორც პიროვნებებთან, მათი მოსმენა“-რამინ ხინიკაძე, ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორი
03-11-2022
დაკოპირებულია
-
+
რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია?- ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე etaloni.ge-ს ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რამინ ხინიკაძე პასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „თითოეულ კეთილ საქმეს თავისი ფესვები სიკეთის დაფასების ნიადაგში აქვს გამჯდარი.“ (დალაი ლამა)
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- გიყვარდეს მოყვასი, თითოეული ბავშვი, გიყვარდეს სიახლე, ორგანიზებულად მართო სწავლისა და სწავლების უწყვეტი პროცესი.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ურთიერთობა მათთან, როგორც პიროვნებებთან, მათი მოსმენა..
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- მუდამ წაახალისე მოსწავლე და მასწავლებელი ნებისმიერი წარმატებისთვის.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- სიტყვისა საქმედ ქცევა.
- მოტივაციას მაძლევს...
- ყველა მოსწავლის ანთებული თვალები, რომლებსაც გაკვეთილებზე დასწრებისას ვხედავ, ყველა კურსდამთავრებული, რომლებმაც სკოლის სახელი ავტორიტეტად აქცია.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- სამუშაო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, გაკვეთილების შემდეგ საკლუბო საქმიანობაში ჩართულ მოსწავლე-მასწავლებს ვხედავ, როდესაც ჩვენი სკოლის კურსადმთავრებულები თავიანთი საქმის პროფესიონალები ხდებიან.