TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს მოსწავლეთა სიყვარული და მათი წარმატება“-დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორი აკოფ პოზოიანი
03-11-2022
-
+


რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლის დირექტორთან, აკოფ პოზოიანთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- ცხოვრების ყოველი წამი კიდევ ერთი შესაძლებლობაა (გაბრიელ გარსია მარკესი).

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ორ უმთავრეს რამეს - გიყვარდეს ბავშვები და შენი პროფესია, ეს ორი ფაქტორი გაძლევს ბიძგს მუდმივად ვითარდებოდეს, რაც პროფესიაში წარმატების მოპოვების საწინდარია.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ჩემი აზრით, არის მათთან თავისუფალი და მეგობრული ურთიერთობა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ყოველ გაკვეთილში ეცადე აღმოაჩინო ახალი რამ.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- სიფრთხილე მოსწავლეებთან ურთიერთობაში, რათა მათში ნდობა არ ჩაკლა.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეების სიყვარული და მათი წარმატებები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- შევდივარ და ვხედავ ბავშვების მოციმციმე თვალებს, რომლებიც სიხარულით მეგებებიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება