მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგი, საქმისმწარმოებელი - დავით პირტახია გვპასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა.“
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც ნაყოფს დასაწყისიდან იღებს და პიროვნებას დააყენებს მთელი ცხოვრება სწორ და მართებულ გზაზე ქვეყნის სასიკეთოდ.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
ა. ინფორმაციის ნათლად და შინაარსობრივად გამოხატვის უნარი, როგორიცაა ინფორმირება ინსტრუქტირება, მოტივირება და დარწმუნება;
ბ. თავდაჯერებულობის უნარი კი ღიაობა და კეთილგანწყობაა;
გ. ემპატიის (სხვისი თვალით დანახვა) უნარი გულისხმობს თვით რეფლექსიას და ურთიერთობის მონიტორინგს;
დ. აღიარების უნარების არის თანასწორობის, პასუხისმგებლობის, ტოლერანტობის, ორიენტაცია პრობლემებზე და არა კომუნიკაციაში ჩართულ სუბიექტებზე.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- როცა პირველად შევაბიჯე ფეხი სკოლაში, არც კი მიფიქრია, რომ გავხდებოდი მასწავლებელი, ჩემი მიზანი იყო ეკონომიკური სფერო. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ვარ მასწავლებელი და პირველი რჩევა კოლეგებიდან იყო, რომ გიყვარდეს ბავშვები და პატივს სცემდე მათ. დანარჩენი კი გზადაგზა გიჩვენებს თუ რა მოგეთხოვებაო.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია
- იყო კარგი მასწავლებელი, ვინაიდან არ დაილევა ისეთი მასწავლებლები, რომლებიც საუკეთესოები არიან პროფესიული თვალსაზრისით. ამისათვის უნდა ეცნობოდე ყოველდღიურ სიახლეებს და იყო თანამედროვე მოსწავლეების თვალშიც.
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი უნარი, რომ ვისწავლო და ვასწავლო სხვებს.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- არის კეთილგანწყობილი გარემო, გყავს „კრიტიკული მეგობარი“, რომელიც გირჩევს უკეთეს გამოსავალს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ეხება საგაკვეთილო თუ ადმინისტრაციულ გარემოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.