მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია დროის მართვა, სწორად განაწილება“,- ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ფატი რაზმაძე. ის მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. სწორედ მისგან მოვისმინეთ პასუხები ისეთ საინტერესო კითხვებზე, როგორიცაა - რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.
-თქვენი საყვარელი ფრაზა...
- ყველაფერი კარგად იქნება.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- მუდმივ განვითარებას, - „ისწავლე რათა ასწავლო“.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ინფორმაციის მთთვის სასურველი, გასაგები ფორმით მიწოდება, რათა გვქონდეს სათანდო უკუკავშირი.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- არ შევუშნდე გამოწვევებს.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- დროის მართვა, სწორად განაწილება.
- მოტივაციას მაძლევს...
- მიზანი - ვიყო ღირსეული პედაგოგი.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- თანამშრომლობითი და შემოქმედებითი ურთიერთობები მიმართულია სწავლის ხარისხის ასამაღლებლად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.