მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია ჭელიძემ ჩვენს ბლიც-კითხვებს უპასუხა. შედეგად, კი გავიგეთ, რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?"
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- პასუხისმგებლობას ქვეყნის, ღმერთის და მომავლის წინაშე.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- სწავლა თამაშით, მეგობრობა, სიყვარული.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- მეტი სიმკაცრე გამოვიჩინო.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- შეინარჩუნო ნებისყოფა და დადებითი ხასიათი.
- მოტივაციას მაძლევს...
- საქმის სიყვარული და ჩემი გაწეული შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურება.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში..
- არის პოზიტიური გარემო მოსწავლე-მასწავლებლებს შორის. კოლეგიალობაზე, პატივისცემაზე დაფუძნებულია ურთიერთობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.