სიახლეები
სიახლეები

სად და როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდა და ვისი მოვალეობაა ტესტირების შეუფერხებლად წარმართვა? - დეტალები
06-11-2022
-
+


დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პირველი ეტაპი გამოცხადდა. რეგისტრაცია 4 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. დაინტერესებულების ნაწილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ გამოცდასაც, ისევე როგორც მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდებს, „ნაეკი“ ატარებს.

ატარებს თუ არა დირექტორობის მსურველთა გამოცდას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი?

არა. დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციასა და ელექტრონულ ტესტირებას უზრუნველყოფს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციის ვადაც სწორედ მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

რას მოიცავს სერტიფიცირების ეტაპი?

სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას, რომელიც ტარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას  მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან.

სად ჩატარდება გამოცდები?

რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია რეგისტრირებულ დირექტორობის მსურველთა თაობაზე იმ საგამოცდო ცენტრის მითითებით, სადაც უნდა გამოცხადდეს დირექტორობის მსურველი.

საგამოცდო ცენტრი უნდა განთავსდეს მართვის სისტემის მიერ სპეციალურად მოწყობილ, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში. შეიძლება ეს თავად „ემისის“ შენობაც იყოს.

როდის უნდა ველოდოთ დირექტორობის მსურველთა ტესტირებას?

კანონმდებლობის თანახმად, ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუადრეს 10 დღისა.

ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროს და ხანგრძლივობას, მართვის სისტემის წარდგინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს მინისტრი, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

რა სახის დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებს პირი, რომელიც სერტიფიცირების ეტაპებს წარმატებით გაივლის და დირექტორობის უფლებას მოიპოვებს?

დირექტორობის უფლების მოპოვება დასტურდება მართვის სისტემის მიერ გაცემული სერტიფიკატით.


იხილეთ ასევე: 2086 საჯარო სკოლიდან დირექტორი მხოლოდ 9 სკოლას ჰყავს - უახლესი სტატისტიკა

დეტალური ინსტრუქცია დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებაზე რეგისტრაციის მსურველებითვის


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება