„მოგზაურობა პატარა უფლისწულის საუფლოში“- თბილისის N142 საჯარო სკოლის მე-6 კლასში მკითხველის საათი ჩატარდა
04-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N142 საჯარო სკოლის მე-6გ კლასში მკითხველის საათი - „მოგზაურობა პატარა უფლისწულის საუფლოში“, ჩატარდა.
მკითხველთა კლუბი მეექვსე კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ლილიანა გვიჩიას, ინიციატივით ჩამოყალიბდა. მისი საზეიმო გახსნა მედიაწიგნიერების კვირეულს დაუკავშირდა. კლუბის იდეა მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის ინტერესის აღძვრასა და მოტივაციის გაზრდას.
მოსწავლეებმა ეგზიუპერის „პატარა პრინცი" წაიკითხეს, შემდეგ დაიგეგმა და ჩატარდა „მკითხველის საათი“ (ორი დაწყვილებული გაკვეთილი). მეექვსეკლასელები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნაწარმოების ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები გადმოსცეს. მხატვრულად წაიკითხეს მათთვის ემოციური და შთამბეჭდავი ადგილები, ამოიწერეს დაუვიწყარი ფრაზები და ბრძნული გამონათქვამები, შექმნეს შინაარსის ამსახველი ნახატები, მედიაწიგნიერების კვირეულთან დაკავშირებით ამოკრიბეს ტექსტიდან ავთენტური ინფორმაცია და შექმნეს კედლის გაზეთი, სათაურით - „დე სენტ ეგზიუპერის ცნობის ფურცელი“.
„გაკვეთილი დაიწყო ეგზიუპერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკოლაჟით. ასევე, დასრულდა მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ კლასიკური მუსიკის ფონზე შექმნილი ვიდეორგოლით. გაკვეთილი იყო მეტად ბუნებრივი, ცოცხალი, უშუალო კომუნიკაციებით, ახალი იდეებითა და მოსაზრებებით დატვირთული.
მკითხველის კლუბი აგრძელებს მუშაობას, შემდეგი ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ დაგეგმილია სხვა მრავალფეროვანი აქტივობები: დისკუსია-დებატები, თეატრალური წარმოდგენები, როლური თამაშები და ა.შ.“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.