მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“- ეს არის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის პედაგოგის ნათია გოგოლაძის საყვარელი ფრაზა. მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე თავისი აზრი დააფიქსირა.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „მე ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი“.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- მოსწავლეების სიყვარულს, საგნის სიყვარულს, პროფესიულ წინსვლას.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ურთიერთგაგება, მეგობრობა, მათი აზრის გაგება, გათვალისწინება.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „არასდროს დაყარო ფარ-ხმალი“.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- როდესაც ცდილობ მოსწავლეს დაუდგე გვერდით და მას ეს არ სურს.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეების წინსვლა.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- არის თანამშრომლობა, კოლეგიალურობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.