მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“- ეს არის აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგისა და დამრიგებლის ნანა ხარაიშვილის საყვარელი ფრაზა. მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე თავისი აზრი დააფიქსირა.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების“.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- პედაგოგის პროფესია ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან პედაგოგი ზრდის მომავალ თაობას, რომელიც უნდა გამოადგეს ჩვენს ქვეყანას.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- მოსწავლეების სწორად აღზრდა და მათში ადამიანური თვისებების ჩამოყალიბება.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს კონკრეტული საკითხი ამ კუთხით წარმოგეჩინა.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- მშობელთან ეფექტური ურთიერთობები სხვადასხვა გარემოებების გამო.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა გაღიმებული სახეები და მათი სიყვარული.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- მოსწავლე მოდის მოწესრიგებული და წლის ბოლოს ვაღწევ თითოეულ მოსწავლესთან სასურველ შედეგს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.