მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა, ვალიდა კვინიხიძემ etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა. შედეგად, კი გავიგეთ, რა არის მისი საყვარელი ფრაზა, კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად, რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- არ უსურვო სხვას ის, რაც არ გინდა გისურვონ შენ.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- ბავშვების სიყვარული, მათი განვითარებისთვის ზრუნვა, ცოდნის მიცემა და შედეგის დანახვა.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- კლასში ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათი ენის გაგება, მოსმენა და მათი აზრის პატივისცემა, გადაწყვეტილებების ერთად მიღება...
-კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „შედეგს დრო გამოავლენს“.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- თითოეული ბავშვის საჭიროებების დადგენა და ამ საჭიროებებისადმი სწორი მიდგომა, უდიდესი პასუხისმგებლობა მათი სწორი აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში.
- მოტივაციას მაძლევს...
- ბავშვების კეთილგანწყობა, უკუკავშირი, მიღწეული შედეგები.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- სრული დასწრებაა, გაკვეთილის მსვლელობისას ბავშვების მზაობას და ჩართულობას ვხედავ, ურთიერთპატივისცემის გარემოა შექმნილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.