ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ლორთქიფანიძის 142 წლის იუბილეს მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობდნენ
04-11-2022
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ღონისძიებებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეები კვირეულში - „ნიკოობა“ ჩაერთნენ, რომელიც ნიკო ლორთქიფანიძის 142 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ნიკო ლორთქიფანიძისადმი მიძღვნილ მრავალფეროვან კვირეულში სკოლიდან 9 მოსწავლე წარსდგა.
„კვირეულის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გამართა სხვდასხვა აქტივობები: კონფერენცია ნიკო ლორთქიფანიძეზე, „ვკითხულობთ ნიკოს“ - მხატვრული კითხვა. კონფერეცაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს როგორც საკუთარ ნაშრომი, ჩანახატი, ასევე მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო ფაქტები. კონფერენცია ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო.
შემდეგი აქტივობა იყო - „ვკითხულობთ ნიკოს“, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა წაიკითხეს ნიკო ლორთქიფანიძის საინტერესო ნაწარმოები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად მოეწონათ.
დასკვნითი ღონისძიება, 31 ოქტომბერს, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, სოფელ ჩუნეშში გაიმართა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის „ბავშვთა ახალგაზრდული ცენტრის“ ინიციატივით ლიტერატურული სპექტაკლი - „დიდი ქართველი“ ჩატარდა.
სპექტაკლში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სპექტაკლი შესანიშნავი დადგმული იყო.
კვირეულში მონაწილე ბავშვები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.
მადლობას ვუხდით ბავშთა და ახალგაზრდობის ცენტრს და მის ხელმძღვანელობას, ბატონ ოქროპირ სვანიძეს ამ შესაძლებლობისათვის, რომელსაც საკმაო ხანია ბავშვები მოკლებულნი არიან“, - აღნიშნეს სკოლაში.