„პედაგოგობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, რადგან მომავალი კარგი იქნება თუ ცუდი, შენ გიწევს პასუხის გაცემა“- მაია კიკაბიძე, ბათუმის N13 სკოლის პედაგოგი
04-11-2022
დაკოპირებულია
-
+
„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის იყო ნამდვილი და ყველა ასპექტში იურთიერთო მათთან, როგორც სრულფასოვან პიროვნებებთან“ - ეს სიტყვები ბათუმის N13 საჯარო სკოლის პედაგოგ მაია კიკაბიძეს ეკუთვნის.
რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია, კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად და რას მიიჩნევს საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულად? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს მაია კიკაბიძესთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- პედაგოგობა ნიშნავს პასუხისმგებლობას, რადგან მომავალი კარგი იქნება თუ ცუდი, ორივეზე შენ გიწევს პასუხის გაცემა.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- იყო ნამდვილი და იურთიერთო მათთან, როგორც სრულფასოვან ადამიანებთან ყველა ასპექტში.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- მირჩიეს, რომ მხსომებოდა ასეთი სინამდვილე - ბავშვი არასდროსაა დამნაშავე იმაში, რომ აშავებს.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- წარმოუდგენელი გონებრივი დატვირთვა საქმის პასუხისმგებლობით შესრულების შემთხვევაში, რამდენადაც გიწევს აზროვნება ასწავლო და საკუთარ თავშივე აპოვნინო პასუხები ბავშვს.
- მოტივაციას მაძლევს...
- მომენტი, როცა ბავშვი გაოცების სიხარულს გამოხატავს, რადგან რაღაც აღმოაჩინა ჩემი დახმარებით.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- ვხედავ ბავშვებს, მასწავლებლის, დავალების ვალდებულების და საგაკვეთილო საათის გარეშე, რაიმე ღირებულზე და ინტელექტუალურზე მსჯელობენ.