სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„კარგი იქნებოდა სახელმწიფო ბინით უზრუნველყოფდეს მოწვეულ მასწავლებლებს“ - მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
04-11-2022
-
+


გათბობა, დენი, ინტერნეტი კვალიფიციური კადრების ნაკლებობა... ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელის წინაშეც მაღალმთიანი რეგიონის სკოლები არიან. არსებულ სირთულეებზე, გამოწვევებზე და მათი გადაჭრის მეთოდებზე etaloni.ge-ს მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გვარლიანი ესაუბრა.

- რა სირთულეებს უკავშირდება მაღალმთიანი დასახლების სკოლის ხელმძღვანელობა?

- საკმაოდ რთულია. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ ინფრასტრუქტურას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, გადმოგვეცა პერსონალური და პორტატული კომპიუტერები, პროექტორები, მოსწავლეებს ემსახურება ტრანსპორტი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებისთვის, ძალიან ბევრი პრობლემა და სირთულე რჩება... პრობლემაა კვალიფიციური კადრებიც. კვალიფიციურსაც რომ თავი დავანებოთ, ბაკალავრის კვალიფიკაციითაც ვერ მოძებნი ბევრ კადრს, პირადად მეც რამდენიმე წელია ქიმიის სპეციალისტის ვაკანსია მაქვს. ვცადეთ ონლაინ სწავლებაც მაგრამ არანაირი შედეგი არ მოგვცა ამან და ვართ ასე გაწვალებულები. ერთი პედაგოგი გვყავს, რომელიც სამ სკოლაში დადის და როგორ მიმდინარეობს ამ საგნის სწავლება ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის, მიუხედავად ამ პედაგოგის დიდი მონდომებისა.

- მაღალმთიანი სკოლებისთვის დღემდე ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხად რჩება გათბობა... ამ მხრივ რა მდგომარეობაა თქვენს სკოლაში?

- სხვა სკოლებისგან განსხვავებით სადაც შეშის ღუმლით თბებიან, ჩვენთან ცენტრალური გათბობაა, თუმცა მინდა გითხრათ რომ კატასტროფაა, რადგან ხშირად ითიშება დენი და მაინც ცივა... ალტერნატიური გათბობის საშუალებად გასულ წელს შეშის ღუმელები გამოვიყენეთ და ასე გადავატარეთ შარშანდელი წელი, მაგრამ ფანჯარაში დამონტაჟებული საკვამლე მილი საკმაოდ დიდ პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით ქარის დროს. სამინისტრო ხელს გვიწყობს თუნდაც საწვავის მოწოდებით, გენერატორიც შეგვიძინა, მაგრამ გაფუჭდა, რადგან ძალიან ხშირად ითიშება დენი და ინტენსიურმა გადართვებმა როგორც ჩანს ესეც დააზიანა... ეს პრობლემა სკოლის დონეზე ვერ გადაწყდება და უფრო მასშტაბურია.. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რასაც კი დავიჩივლებთ ან რაზეც ინფრასტრუქტურას მივმართავთ ყველაფერს გვიკმაყოფილებენ, უბრალოდ რთულია, როდესაც მუდმივად ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ხარ.

-  წელს რა მდგომარეობა გაქვთ ამ მხრივ?

-  გათბობა უკვე ჩართულია, ამჟამად ცენტრალური გათბობით ვსარგებლობთ, თუმცა დენი ახლაც ხშირად ითიშება და ეს პრობლემა პრობლემადვე რჩება.

- ინტერნეტზე რას გვეტყვით, მაღალმთიანი სკოლების უმრავლესობისთვის ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია...

- ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ჩვენს რეგიონში დიდი პრობლემაა. WIFI-ის გამაძლიერებელი აპარატურა დაგვიყენეს სკოლაში და მთელ შენობაში იჭერს, მაგრამ პროვაიდერს აქვს პრობლემა სავარაუდოდ და კვირაში 2-3 დღე მაინც ითიშება. შეიძლება მუშაობდეს და უცებ გაითიშოს აღარ გვქონდეს.

- რამდენად უშლის სკოლას ფუნქციონირებაში ხელს ეს პრობლემა, თუნდაც პედაგოგებს, ელექტრონულ ჟურნალში მუშაობისას?

- ელექტრონულ ჟურნალს რაც შეეხება, პედაგოგები ძირითადად მათი მობილურებით შედიან ჟურნალში თან მთელი კვირის განმავლობაში აქვთ საშუალება ნიშნებისა და არების დაწერისთვის და ეს გვიმარტივებს სიტუაციას.

ეს სირთულეები ყველა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებშია, მხოლოდ ჩვენთან არა, თუმცა სხვა სკოლებთან შედარებით ჩვენთან შედარებით უფრო კარგი სიტუაციაა. თუნდაც იმიტომ რომ მხოლოდ ერთი საგნის, ქიმიის პედაგოგის ვაკანსია გვაქვს, დანარჩენ საგნებში კი სერტიფიცირებული პედაგოგები გვყავს.

- კადრების დეფიციტზე საუბრობთ, რაში ხედავთ გამოსავალს.... ასევე საინტერესოა, როგორ აფასებთ მასწავლებელთა სტატუსის ამაღლების პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტს, რომელიც სკოლებს დაეგზავნათ...

- პირადად მეც ჩავაბარე წამყვანის გამოცდა. მივესალმები და მგონია რომ შვებაა გარე დაკვირვების მოხსნა. იცით ძალიან კარგია და ვემხრობი რომ პედაგოგები უნდა ზრუნავდნენ პროფესიულ განვითარებაზე, მაგრამ ამ პროცესში მოსწავლე გვერდზე არ უნდა დარჩეს. გარე დაკვირვების მოხსნა გონივრული იყო, რადგან ბევრ პედაგოგს უქმნიდა ეს დაძაბულობას, და ბევრი სწორედ გარე დაკვირვების გამო იკავებდა თავს გამოცდაზე გასვლისგან. ვთვლი, რომ გამოცდები ყოველთვის არის საჭირო, მაგრამ უფრო მეტად უნდა იყოს წახალისებული მასწავლებელი, რადგან ყველაფერს მაინც ეკონომიკური მდგომარეობა წყვეტს. ხომ ხედავთ, სახლმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზეც კი ძალიან ბევრი აბარებს, ბევრმა დაამთავრა ეს პროგრამა, მაგრამ რაიონებში ჩამოსვლა არ უნდათ. პედაგოგებისითვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა რომ ანაზღაურება არ ჰყოფნით ბინაზე, კვებაზე...

კარგი იქნებოდა სახელმწიფო ბინით უზრუნველყოფდეს მოწვეულ მასწავლებლებს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ მოტივაცია რეგიონებში წამოვიდნენ. სრული დატვირთვის შემთხვევაშიც კი არ არის საკმარისი ანაზღაურება ელემენტარული ხარჯების დასაფარად. მით უმეტეს, რაც ტურისტულად განვითარდა რეგიონი, ბინების ფასი საკმაოდ გაიზარდა, მინიმუმ 300 ლარი გახდა ერთი თვით ბინის ქირაობას, ისიც კარგ შემთხვევაში, შესაბამისად, რეგიონში ჩამოსვლა და აქ ცხოვრება საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მგონია, რომ ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ წახალისება, მხოლოდ მოტივაციაზე ვერ იმუშავებენ.

- ადმინისტრაციის მხრივ რა მდგომარეობაა სკოლაში?

- ჩვენს სკოლაში 140-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გვყავდეს სასწავლო ნაწილის გამგეც და დირექტორის მოადგილეც, თუმცა სხვა სკოლებში არის ეს პრობლემა. რაც შეეხება ანაზაღაურებას მართლაც ძალიან დაბალია... ჩვენც კი როცა გამოცდა ჩავაბარეთ და სერიტიფირებულები გავხდით, გვეგონა, ეს გავლენას მოახდენდა ანაზღაურებაზე, სინამდვილეში ასე არ მოხდა და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი რომ მოტივაცია არ აქვთ ადამიანებს. რეგიონებში ძირითადად ენთუზიაზმზე ვმუშაობთ, რადგან გვიყვარს ჩვენი საქმე და გვინდა რომ აღვზარდოთ მომავალი თაობები.

ვფიქრობ, როგორც პედაგოგების შემთხვევში განსხვავდება ანაზღაურება სტატუსის მიხედვით, ისევე უნდა იყოს დირექტორების შემთხვევაშიც და სერტიფიცირებული დირექტორების ანაზღაურება უფრო მაღალი უნდა იყოს. ჩემ შემთხვევაში, როცა ჩემი კოლეგები ან თემის მოსახლეობა ხედავს რომ მაქვს მინიმალური ანაზღაურება და ძალიან დიდი დატვირთვა, არავის აქვს სურვილი სკოლის დირექტორი გახდეს.

როდესაც კონკურენცია არ არის, იქ ხარისხიც ნაკლებია. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ისეთი რესურსცენტრი გვყავს ნამდვილად არ გვაძლევს საშუალებას, ვინმემ რამე დააკლოს სკოლას. როცა კონკურენტუნარიანი გარემოა ვთვლი, რომ კადრებიც უფრო ვითარდებიან და კვალიფიკაციაც უფრო მაღალია, თუმცა როცა ხედავენ რომ სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ დირექტორს ერთი და იგივე ანაზღაურება აქვთ, რომელიც საკმაოდ დაბალია, სურვილი აღარავის აქვს...

- ქალბატონო ნატო, აპირებთ ახლა პროცესებში ჩართვას გასაუბრების გავლას და დირექტორობის გაგრძელებას ?

- 15 წელია სკოლის დირექტორი ვარ, სერტიფიცირების გამოცდა თავიდანვე ჩავაბარე და საკმაოდ მაღალ შედეგზე, იმ 20%-ში მოვხვდი რომლებსაც ჰქონდათ პრივილეგია თავად აერჩიათ რომელ სკოლაში სურდათ ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა, ახლა სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ... ძალიან დავიღალე, თუმცა ვნახოთ, ბოლომდე არ გადამიწყვიტავს ეს საკითხი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება