სიახლეები
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

„პირველკლასელთა აკადემია“ დმანისის მკვიდრ ბავშვებს ავტორმა და მერმა საჩუქრად გადასცეს
04-11-2022
-
+


უნიკალური სახელმძღვანელო, „პირველკლასელთა აკადემია“, „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით იმისთვის შეიქმნა, რათა მომავალმა მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ განათლებაში მყარი საძირკვლის როლს შეასრულებს.

ეს გახლავთ უნიკალური წიგნი-რვეული, რომელმაც შემეცნებით, სახალისო და რაც მთვარია, მაღაპლროფესიონალურ დონეზე შედგენილი დავალებებით, გამოცემისთანავე, უამრავი მეგობარი შეიძინა და მშობლები შვილებთან მეტად დააახლოვა.

სხვათა შორის, არაერთმა ადამიანმა აღნიშნა,რომ „პირველკლასელთა აკადემია“ ყველა პატარის წიგნის თაროს უნდა ამშვენებდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება თავად ავტორის, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა ამჯერად, დმანისის მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივი ბავშვებისთვის ჩატარებული ღონისძიება და სახელმძღვანელოს საჩუქრად გადაცემის ცერემონია დმანისში N2, ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნას დაემთხვა, რომელსაც დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები და შემოიღობა ეზოს პერიმეტრი.

პირველკლასელთა აკადემიის გადაცემის ცერემონია, შთამბეჭდავი ღონისძიების ფონზე წარიმართა ბავშვებმა გულში ჩაიკრეს ახალი „მეგობარი“, რომელიც სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადებს და „პირველკლასელთა აკადემიასთან“ ერთად, ამაყად შეაბიჯებენ ცოდნის ტაძარში.

ავტორმა, ბატონმა გოჩა ტყეშელაშვილმა კი სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის, და საქვეყნო მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის, დმანისის მერს, კობა მურადაშვილს 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის მერის“, ხოლო პაატა ყულიაშვილს, 2022 წლის „საქვეყნო მნიშვნელობის საკრებულოს თავმჯდომარის“ ტიტულები მიანიჭა და შესაბამისი დიპლომებიც საზეიმოდ გადასცა. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება