მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაწერილია მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების უფასო მგზავრობის უზრუნველყოფის პროგრამა.
დოკუმენტის თანახმად, პროგრამის სამიზნე ჯგუფია: ქალაქ ხაშურში მცხოვრები, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების სამუშაო ადგილზე დამაგრების ხელშეწყობის განხორციელება.
ექვსი კონკრეტული სკოლის: წაღვლის, ქემფრის, ფლევის, ტკოცის, ბროლოსნის, ცოცხნარის პედაგოგები, პროგრამის ცხრილით გათვალისწინებული მგზავრობის ღირებულებას მიიღებენ ყოველი თვის ბოლოს - შესაბამისი სკოლის დირექციის ცნობის საფუძველზე, რითაც დასტურდება პედაგოგის მიერ კვირეული დატვირთვით განსაზღვრული საათების შესრულება.
მიზანია ქალაქ ხაშურში მცხოვრები, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლების პედაგოგების სამუშაო ადგილზე დამაგრების ხელშეწყობა; დაფინანსებას მიიღებს ქალაქ ხაშურში მცხოვრები, კონფლიქტის ზონასთან მიმდებარე და მთიანი სოფლების საჯარო სკოლების 44 პედაგოგი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება