ფულადი დახმარება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის 31 დეკემბრამდე გაიცემა - დოკუმენტი
05-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, გაწერილია ფულადი დახმარება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთა შორის განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა და მოსწავლეების კატეგორიაც.
მუნიციპალური პროგრამა მოიცავს შემდეგ სამიზნე ჯგუფებს:
„უმწეო მდგომარეობაში მყოფნი, ხელმოკლე და სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, სტუდენტები, მოსწავლეები, დევნილები, ომის მონაწილენი და ომში დაღუპულთა ოჯახები, მრავალშვილიანი დედები, შშმ პირები, ხანძრის შედეგად დაზარალებულები“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც ითვალისწინებს ფულადი დახმარების გაცემას 2022 წლის განმავლობაში - 2022 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.