მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კითხვის უნარების განვითარება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მშობლებს შეუძლიათ, დიდი წვლილი შეიტანონ კითხვის უნარის გაუმჯობესებაში, ამისთვის კი ბავშვის დავალდებულება და იძულებით წაკითხვა არაა აუცილებელი.
მშობლებს, რომლებსაც სურთ, რომ შვილს კითხვის უნარების განვითარებაში ხელი შეუწყონ, ამას საოჯახო საქმიანობითაც მოახერხებენ. გთავაზობთ 6 რჩევას, რომელთა გამოყენებაც ყოველდღიურად შეგიძლიათ:
წარწერა პროდუქტებზე - კითხვის სწავლის ეს მეთოდი მარტივი და სახალისოა. მოიფიქრეთ თამაში, რომლის მიზანიც იქნება, რომ ბავშვმა წაიკითხოს სამზარეულოს პროდუქტებზე დაწერილი სიტყვები. მაგალითად: შაქარი, ფქვილი, წიწიბურა, კარაქი და ა.შ. თანდათან ბავშვი ყველაფრის წაკითხვას ისწავლის, რაც მის გარშემო იქნება. ასეთი თამაში შესაძლებელია ქუჩაშიც, სადაც ბავშვი შეხვდება აფთიაქს, მაღაზიას, სკოლას და სხვა დასახელების დაწესებულებებს, შემდეგ კი თამაშის „გართულებაც“ შეიძლება იმგვარად, მაგალითად, როგორიცაა აფიშებისა და სარეკლამო აბრების წაკითხვა.
ასოების და ბგერების სწავლა ჟურნალ-გაზეთებით - დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის ჟურნალ-გაზეთებში ან ბროშურებში დიდი და ფერადი შრიფტით დაწერილი სიტყვები ინტერესის გამომწვევია. თითი დაადეთ რომელიმე ასოს და სთხოვეთ ბავშვს, წარმოთქვას, აჩვენეთ, როგორ იწერება ესა თუ ის ასო და წარმოთქვით მკაფიოდ, ასე მას ასო-ბგერის დამახსოვრებაში უკეთ დაეხმარებით.
წაუკითხეთ ხმამაღლა - შეარჩიეთ მარტივად წასაკითხი წიგნები. თავდაპირველად დამოუკიდებლად წაუკითხეთ ტექსტი, შემდეგ კი ეცადეთ, რომ ბავშვმა თქვენთან ერთად წაიკითხოს თითოეული სიტყვა. კითხვის დროს თითი დაადეთ სიტყვას, რათა მოსმენილთან ერთად მეხსიერებაში ვიზუალურადაც აღიბეჭდოს წარმოთქმული სიტყვა. წიგნის ხმამაღლა წაკითხვა ყოველდღიურ რიტუალად უნდა აქციოთ, ამით ბავშვები წინადადებების სწორად აგებას, სიტყვების წარმოთქმასა და ბგერების აღქმის უნარს სწავლობენ, ხმამაღლა კითხვა აზროვნების განვითარების საუკეთესო გზაა.
წიგნის კითხვა იწყება ყდიდან - სთხოვეთ ბავშვს, წაიკითხოს საყვარელი წიგნის ყდაზე დაწერილი სიტყვები. აუხსენით წიგნის ელემენტები: სად წერია ავტორის დასახელება, სად - სათაური, სად იწყება მოთხრობა და სად მთავრდება, თუ წიგნი რამდენიმე მოთხრობას მოიცავს, აჩვენეთ სარჩევი და აუხსენით მისი ფუნქცია, დაათვალიერებინეთ ილუსტრაციები. ასე მას უფრო მეტად გაუღვივებთ წიგნის წაკითხვის სურვილს.
ეთამაშეთ „მასწავლებლობანა“ - ამ თამაშში მასწავლებელი ბავშვი უნდა იყოს, თქვენ კი დასაწერი დავალება შეცდომით უნდა შეასრულოთ. პატარა მასწავლებლის მიზანი კი თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების პოვნა და შესწორება იქნება.
წერილები და მოსაწვევები - როდესაც ბავშვმა ანბანი მეტ-ნაკლებად იცის, სთხოვეთ, მისწეროს წერილი საყვარელ ადამიანს (მეგობარს, ბებიას, თოვლის ბაბუას...) ასევე შესაძლებელია მოსაწვევი ბარათების შედგენა. ურჩიეთ, თავად დაწეროს მოსაწვევის ტექსტი და მოიპატიჟოს სტუმარი (დაბადების დღეზე, ახალი წლის წვეულებაზე ან სხვა რაიმე ღონისძიებაზე).
ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით ბავშვები კითხვას სწავლობენ ხალისით, ინტერესითა და მოტივაციით. დაუშვებელია, რომ მშობელმა შეცდომის დაშვების შემთხვევაში ბავშვი დატუქსოს, დასაჯოს ან მას მკაცრად და უხეშად მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს მოტივაცია დაეკარგება და შესაძლოა კითხვა შესძულდეს კიდეც.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს
შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა
სასარგებლო და მხიარული თამაში მოსწავლეებისთვის
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება