სიახლეები
პიროვნება

„ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის მათი უნარების აღიარება, მოსმენა, ნდობა, თანაგრძნობა, პატივისცემა“-ნონა ცაავა, სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგი
07-11-2022
-
+


რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგისგან მიღებული რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? რას ნიშნავს ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია? - ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებზე ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ნონა ცაავა გვპასუხობს.

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

- „პატივი ეცი წარსულს, იცხოვრე აწმყოში და ისწავლე მომავლისთვის’’.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- ჩემთვის პედაგოგობა გულიდან წამოსული მოწოდება, ბავშვის სიყვარული და მათი მათი წარმატებული მომავლისთვის ზრუნვაა.

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ბავშვის უნარების აღიარება, მოსმენა, ნდობა, თანაგრძნობა, მიმღებლობა და პატივისცემა.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- ყოველი დღე ახლით დაიწყე, სიახლე წარმატებულს ხდის საგაკვეთილო პროცესს.

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- მშობლების გადაჭარბებული კონტროლი: ბავშვის საშუალო აკადემიური მოსწრება აღიქმება მათი მხრიდან წარუმატებლობად, შედეგად იზრდება შფოთვა, ეცემა წარმატების მიღწევის სურვილი, თვითშეფასება. ხშირად მშობლები ცდილობენ დაეხმარონ  ბავშვს სირთულეების დაძლევაში, ზრდიან დატვირთვას, უტარებენ დამატებით მეცადინეობებს, ზედმეტად აკონტროლებენ. ეს კი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას.

- მოტივაციას მაძლევს...

- მოსწავლეებთან მეგობრულ-კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მათი აქტიური და ნაყოფიერი ჩართვა სასკოლო პროცესში.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- საქმიანი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ატმოსფეროა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება