მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლაში დაწყებითების კათედრისა და ესთეტიკური კათედრის ორგანიზებით, საშემოდგომო ფესტივალი ჩატარდა.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს ქართული სოფლის იდილიური სურათი: მოსავლის დაბინავება, ყურძნის დაწურვა, საქონლისთვის საკვების მომარაგება, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება, ბუხარში ცეცხლის აგიზგიზება და ა.შ...
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესანიშნავი ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო წარმოდგენილი - მოსწავლეებმა ფილმ „ნატვრის ხიდან“ ფუფალას ეპიზოდი გააცოცხლეს. „ფუფალა“ მოსავლის დაბინავებაზე იყო მიწვეული და შიოლას ეძებდა, ხოლო ონავარი ბიჭები ხილით უმასპინძლდებოდნენ და თან თავისებურად ეოხუნჯებოდნენ.
წარმოდგენას ლექსი ცვლიდა - ლექსს - სიმღერა, სიმღერას - ცეკვა...
საკმაოდ შთამბეჭდავი იყო გაფორმება - ძველი საოჯახო ნივთებით, სოფლისთვის დამახასიათებელი ატრიბუტებით.
„იყო დიდი ხალისი, გართობა, მოსწავლეებმა დიდი სიამოვნება მიიღეს, რომლის შემდეგ გაიმართა დიდი საქველმოქმედო აქცია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია