მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ბიჭუნათა მგალობელ-მომღერალთა გუნდი „კრიმანჭული" და შუა ამაღლების კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი - „უდაბნო” საქართველოს ბავშვთა ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების მეექვსე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდნენ.
ანსამბლმა „კრიმანჭული“ 93 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი ორ ნომინაციაში - „ხალხურ სიმღერა” და „გალობა” მოიპოვა. ასევე, გალობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ანსამბლმა „უდაბნომ“ 91 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში - „ხალხური სიმღერა”.
კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოება 14 ნოემბერს გაიმართება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ანსამბლის წევრებსა და მათ ხელმძღვანელებს ამ დიდ წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს და მის ხელმძღვანელებს ლალი კორიფაძესა და არჩილ სიხარულიძეს ამ დიდ გამარჯვებას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება