მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტთა წარუმატებლობა 25%-იდან 35%-ამდე მერყეობს.
განათლების ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება - მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში,მოსწავლეთა საშუალოდ 15-20%-მა შეწყვიტა სწავლა სავალდებულო განათლების დასრულების შემდეგ ან ვერ ცააბარა საატესტატო გამოცდები.
„განათლების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევები თავს იჩენს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, რაც გამოიხატება დაბალ აკადემიურ მიღწევებსა და განათლების სხვადასხვა საფეხურის დაძლევის სირთულეში. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2018 წლის შედეგების მიხედვით, 78 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოში 15 წლის მოზარდებმა მათემატიკაში 67-ე, კითხვაში 71-ე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 74-ე ადგილი დაიკავეს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეთა საშუალოდ 15-20%-მა შეწყვიტა სწავლა სავალდებულო განათლების დასრულების შემდეგ ან ვერ ჩააბარა საშუალო საფეხურის დამამთავრებელი (საატესტატო) გამოცდები. საგულისხმოა, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელშიც წარუმატებლობის მაჩვენებელი 25%-იდან 35%-ამდე მერყეობს“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია