მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის პირველკლასელებმა (კლასის დამრიგებელი ლელა მეტრეველი) და მათმა ხელოვანმა მშობლებმა, შემოდგომის ათასნაირი ფერები საკლასო ოთახის სივრცეში გადმოიტანეს და ფანტასტიკური სანახაობა შექმნეს.
„ყველაფერი იყო აქ: წითელი ვაშლები, ყურძენი, კომში, მსხალი და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ... ვეებერთელა გოგრა და კომბოსტოც არ დავიწყებიათ, პატარები თავიანთი პაწაწინა ხელებით ეფერებოდნენ ყველაფერს და პატარა კალათები მოემარჯვებინათ... ჩურჩხელებიც თვითონ ამოავლეს და გასაშრობად დაკიდეს. ბოლოს სიმღერებით, ლექსებით და გამოცანებით დაამშვენეს „შემოდგომის ზეიმი“,- გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.
„იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთი ლამაზი და მხიარული დღეები ხშირად ექნებათ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებს. სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლელა მეტრეველს, რომელმაც არ დაიშურა ძალა და ენერგია, რათა პატარები გაეხალისებინა და გაელამაზებინა მათთვის ეს დღე და პირველკლასელთა მშობლებს, რომლებმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადეს მასწავლებელს და სკოლას. გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია