მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული ქართველი პედაგოგი გახდა
07-11-2022
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება - ქ. გორის N9 საჯარო სკოლის და სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი ნათია კურტანიძე მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award 2022) გამარჯვებული გახდა.
Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს 115-მდე ქვეყნიდან რამდენიმე ათეულ გამარჯვებულს გამორჩეული პედაგოგიური საქმიანობისთვის აჯილდოებს.
ვულოცავთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრს, ნათია კურტანიძეს კიდევ ერთ აღიარებას!