სიახლეები
სკოლები

„შემოდგომის ჰანგები“- შთამბეჭდავი ღონისძიება თბილისის N9 საჯარო სკოლაში
08-11-2022
-
+


ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლა არა მხოლოდ სწავლა - სწავლების მაღალი ხარისხითაა გამორჩეული, არამედ იმ საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიებებით, რომლითაც სასკოლო საზოგადოებას ხშირად ანებივრებენ. სკოლაში მოსწავლეთა, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებასაც დიდ ყურადღებას აქცევენ, სწორედ ამიტომ დირექციის დიდი ხელშეწყობით მოსწავლეები ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში, ინტელექტუალურ კონკურსებსა თუ აქტივობებში.

აღნიშნულის ნათელი მაგალითი კი, 7 ნოემბერს სკოლაში გამართული შთამბეჭდავი ღონისძიება - „შემოდგომის ჰანგები“ გახლავთ, რომელიც სასკოლო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ღონისძიებაში II და IV კლასების ნიჭიერი მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ. „შემოდგომის ჰანგები“ კი მუსიკის პედაგოგის, ნანა ზარქუას და მოსწავლეთა დამრიგებლის, მაია კვესელაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

შთამბეჭდავი ღონისძიება ნანა ზარქუას მოულოდნელი საჩუქრით დასრულდა. პედაგოგი მაყურებლის წინაშე საკუთარი მუსიკალური ნომრით წარსდგა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობაზე Etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორმა, მარინა გიგაურმა ისაუბრა:

ღონისძიება სასკოლო პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების პედაგოგმა და მუსიკის მასწავლებელმა, ნანა ზარქუამ მოამზადეს. ნანამ შექმნა ღონისძიების დიზაინი და პროგრამა, რაც რა თქმა უნდა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად განხორციელდა. მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიების მომზადებაში სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად მონაწილეობდა. მსურს, მშობლებს გადავუხადო მადლობა, რადგან აქტიურად ემზადებოდნენ და თითოეულმა მათგანმა ყველაფერი გააკეთა ამ დღის წარმატებული დასრულებისთვის.

ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიების ჩატარება უპირველესად ბავშვების განათლებისთვის და მათი ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან უხაროდათ ბავშვებს ღონისძიებაში მონაწილეობა, სპეციალური ფორმებიც კი შეიკერეს ამ დღისთვის. პროგრამა 4 ნომრით არის წარმოდგენილი და თითოეული დეტალი გულითაა გაკეთებული. ღამეებს ათენებდნენ მშობლები და პედაგოგები, რათა ყველაფერი ღირსეულად წარმართულიყო.

მიხარია, რომ ჩვენი სკოლა ღონისძიებებით, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში ხშირი მონაწილეობით არის ცნობილი. ჩვენ, საქმე ახალგაზრდა თაობასთან გვაქვს, რომლებიც  სწორედ ამ სკოლის კედლებში უნდა გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ ღირსეულ მოქალაქეებად. 

ჩატარებული ღონისძიების გარდა მოსწავლეთა წარმატებებსა და სკოლის იმ მიღწევებზე ისაუბრა, დირექტორის მოადგილემ, ელეონორა ფერაძემ. მისი თქმით, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის N9 საჯარო სკოლა სხვებისთვისაც სამაგალითოა:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხებსა და თემებში. სწორედ ასეთი აქტივობებით ყალიბდებიან ბავშვები სრულფასოვან მოქალაქეებად. მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ხალისით მონაწილეობდნენ. ასევე, დავძენ, რომ ჩვენი ბავშვები დიდი აქტიურობით გამოირჩევიან სპორტული მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებშიც. მაგალითად, ამჯერად სკოლა ფრენბურთში სარაიონო შეჯიბრში მონაწილეობისთვის ემზადება, სადაც ყოველთვის საპრიზო ადგილებს ვიკავებთ. ასევე, ჩვენი ხელოვნების პედაგოგის, ნანა იოსავას ხელშეწყობით ვმონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში. ბავშვები მისი წყალობით შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნიან. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ არასოდეს რჩებათ მოსწავლეებს ყურადღების მიღმა მნიშვნელოვანი თარიღების, მწერლების იუბილეებისა და სხვა მოვლენების აღნიშვნა.

ბავშვები სასკოლო ბიბლიოთეკაზეც ზრუნავენ და საკითხავი წიგნებით ამდიდრებენ... აუცილებლად გავუსვამ ხაზს, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, რასაც არაერთი მნიშვნელოვანი კონფერენცია მიეძღვნა და ბავშვებიც დიდი ხალისით ჩაერთნენ. იმდენად, მრავალფეროვანია, მოსწავლეთა სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა, რომ თითოეულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებაში დიდ როლს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა თამაშობს, რომლებმაც არაერთი იდეა გააჟღერეს და ხორცი შეასხეს.

როგორც უკვე აღინიშნა, ღონისძიება სკოლის მუსიკის პედაგოგის, ნანა ზარქუას ხელმძღვანელობით ჩატარდა და მან ამ დღის წარმატებით დასრულებისთვის დიდი შრომა გასწია:

გადავწყვიტეთ სკოლაში შემოდგომის ფესტივალი გაგვემართა და საბოლოოდ ღონისძიებას - „შემოდგომის ჰანგები“ დავარქვით. ბავშვები ყველა კუთხის მუსიკალურ კულტურას გაეცნენ, შეისწავლეს ხალხური სიმღერები და ცეკვები. ამ ყველაფრისთვის 3 კვირა ვემზადებოდით. ყველაფერი, რაც ღონისძიებაზეა წარმოდგენილი, თითოეულ დიზაინზე და დეტალზე ჩემი ნამუშევარია, რომლებიც საკუთარი ხელით შევქმენით. ამ ყველაფერში მოსწავლეების დამრიგებელი, მაია კვესელაძე დამეხმარა.

მაია კვესელაძემ etaloni.ge-სთან აღნიშნა, რომ მისი საამაყო მოსწავლეთა ნიჭიერებით ამაყობს:

ორივე -II და IV კლასები ჩემი სადამრიგებლოა. ბავშვებმა ღონისძიების გაკეთებისა და ჩართვის სურვილი თავად გამოთქვეს. ყველაფერზე დაუღალავად ვიშრომეთ, როგორც მოსწავლეებმა ასევე პედაგოგებმა. ერთმანეთს ყველა გვერდში დავუდექით.

შთამბეჭდავ ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლების გარდა მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ნაძალადევის რაიონის გამგეობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სხვა, მეგობარი სკოლების წარმომადგენლები. 

ნაძალადევის რაიონის გამგების წარმომადგენელმა, ლიდია ნოდიამ სასკოლო საზოგადოებას წარმატება უსურვა და ღონისძიება მოიწონა:

დირექტორი მარინა გიგაური და ნანა ზარქუა განსაკუთრებით შემოქმედები არიან და სკოლაში მსგავსი საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება. თითოეულ ღონისძიებას ყოველთვის სიხარულით ვსტუმრობ იმდენად დიდი სილამაზე და კარგი განწყობაა, ყოველთვის. მინდა სკოლას ბევრი წარმატება და წინსვლა ვუსურვო. ულამაზესი ფერები და გარემოა.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს ღელვა არ ეტყობოდათ და თითოეული მათგანი დაკისრებულ როლს დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით მიუდგა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„12 ათასამდე მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტურა“ - 2022 წელს პედაგოგთა გამოცდის შედეგების სტატისტიკა ბოლოჯერ გამოქვეყნდა

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების შერჩევა დაიწყო  - ანაზღაურება, ვაკანტური ადგილები და მოთხოვნათა ჩამონათვალი

ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე გთავაზობთ, საათობრივი ბადეს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორებისთვის

მაქსიმუმ რამდენი ასტრონომიული საათი უნდა იყოს მოსწავლე სკოლაში კლასის მიხედვით

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური ​კოლექტივი ვულოცავთ ქალბატონ ნაილე მიქელაძეს დამსახურებულ სტატუსს“

სხდომაზე საბჭომ განიხილა 2024/2025  სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება