თბილისის N102 სკოლის მეოთხეკლასელებს, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფინანსური განათლების გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N102 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მე-4ა კლასში ფინანსური განათლების გაკვეთილი ჩატარდა.
აღნიშნული გაკვეთილის მეშვეობით ბავშვებმა ფინანსების შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო მეტად აიმაღლეს.
„ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის გარდა, სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალური ღია გაკვეთილის ჩატარებას ითვალისწინებდა. პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებმა მოსწავლეებთან ერთად დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
ინფორმაცია მსოფლიო დაზოგვის დღის შესახებ:
1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1989 წელს 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.
საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნის ტრადიცია 2012 წლიდან დაიწყო და მას ფინანსური სექტორი სხვადასხვა ინიციატივით ხვდება. დაზოგვის დღის ქართული სიმბოლო ჭიანჭველა „გროვიაა“ და ღონისძიებები ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის ტარდება“, - აღნიშნეს სკოლაში.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე