სიახლეები
სკოლები

თბილისის N107 სკოლის მოსწავლეებს დაზოგვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციული გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2022
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები თუ გაკვეთილები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ე.წ. დესპანი ესტუმრა. 

IV კლასის მოსწავლეებს სტუმარმა დაზოგვის თემისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაუტარა.

პროექტის ავტორი ინგლისურის მასწავლებელი ლია გოგოჩიშვილი გახლავთ, რომელიც სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ბევრი საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს. სკოლას კი საჩუქრად  სახელმძღვანელო - „ფული საქართველოში“ გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო დაზოგვის დღე მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა "გროვია".

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების შერჩევა დაიწყო  - ანაზღაურება, ვაკანტური ადგილები და მოთხოვნათა ჩამონათვალი

ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე გთავაზობთ, საათობრივი ბადეს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორებისთვის

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

სკოლაში ახარებთ, რომ დაფასდა როგორც ახალგაზდების შრომა, ისე პედაგოგთა ამაგი

სკოლის დირექცია მათ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება