ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
08-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და დასამახსოვრებელ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-7ვ კლასის მოსწავლეებს ქართულის მასწავლებელმა, ნატო სვიანაძემ მე-7ვ 5 ნოემბერს, დაუვიწყარი დღე აჩუქა. მოსწავლეების დამრიგებელი ელისო მოწონელიძე გახლავთ.
პედაგოგმა სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში წაიყვანა ბავშვები, სადაც მათ სოფიო კუბლაშვილის მოთხრობების კრებული - „ოკრიბის ღმერთი, რომელიც საინტერესო, ტკბილ-სევდიან ამბებს გვიამბობს იმერეთსა და იმერლებზე.
ასევე ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიის საუკეთესო მცოდნე, რომელსაც მასწავლებლისგან სამახსოვროდ მწერლის მოთხრობების გამოწერილი კრებული გადაეცემა.
ტესტირების დროს ეზოს სხვადასხვა ადგილას განმარტოებულ მოსწავლეებს „ოკრიბის ღმერთის“ წაკითხვისას უნდა დაეწერათ გეგმა, წაკითხვის შემდეგ კი შთაბეჭდილება.
„მიწას ჯერ კიდევ ვერ მოესწრო გაშრობა წვიმიანი დღეების გამო, ამიტომ, მიუხედავად იმისა, მომზადებული იყვნენ წასულნი, წერა მაინც მოუხერხებელ გარემოში მოუწიათ, რასაც სულაც არ უმოქმედია მათ ნაწერებზე.
დავალებების შესრულების შემდეგ მოსწავლეები სხვადასხვა თამაშობებით გაერთნენ. სახლებში ძალიან კმაყოფილნი დაბრუნდნენ. მადლიერების გამოხატვა არ დაუშურებიათ მათ მშობლებსაც, რომლებმაც ქალბატონ ნატოს დიდი მადლობა გადაუხადეს საინტერესო გაკვეთილისა და მათი შვილებისადმი გამოჩენილი ყურადღების გამო (ეს იყო პირველი გასვლა მშობლების გარეშე, რამაც ბავშვებს მეტი თავდაჯერებულობა აგრძნობინათ)“, - აღნიშნეს სკოლაში.
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე