თბილისის N142 საჯარო სკოლაში დაზოგვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
08-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N142 საჯარო სკოლაში ფინანსური წიგნიერების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ისტორიის, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი დაზოგვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
სკოლაში, ფინანსური განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისთვის მიძღვნილი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, დაიგეგმა და განხორციელდა აქტივობები მოსწავლეებისთვის. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, პროექტის ფარგლებში, მიეღოთ ინფორმაცია ფულის მნიშვნელობის შესახებ.
ბავშვებში მცირე ასაკიდანვე არსებული ინფორმაცია ფულის შესახებ, უფრო მეტად დაიხვეწა და ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ფულის სწორად დაზოგვისა და დაგროვების ხერხებს.
შეხვედრის დასასრულს, დაზოგვის დღესთან დაკავშირებით, „საქართველოს ეროვნული ბანკისა“ • National Bank of Georgia და FinEdu - „ფინედუსგან“ საინტერესო საჩუქრები გადაეცათ სკოლის მოსწავლეებს.
საქართველოში დაზოგვის მსოფლიო დღე 2012 წლიდან აღინიშნება.