სიახლეები
სკოლები

საყუნეთის საჯარო სკოლა მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით შეუერთდა
08-11-2022
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში ჩაერთო.

სკოლაში VIII-XI კლასის მოსწავლეების მონაწილეობით შიდასასკოლო კონფერენცია ჩატარდა.

მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და წარუდგინეს აუდიტორიას.

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს: ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის, კიბერბულინგის შესახებ, პირადი მონაცემების დაცვაზე, წყაროებისა სანდოობასა და კიდევ სხვა მრავალ საინტერესო თემაზე.

VI-VII კლასებში ჩატარდა გაკვეთილი მედიაწიგნიერების შესახებ, რომელიც ინფორმაციული გაცნობითი ხასიათის იყო. ასევე ნახეს ფილმი, რომელიც მოიცავდა თამაშით ტროლების ამოცნობას, აქტივობა იყო საინტერესო და სახალისო.

მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე, სადაც უფრო ფართოდ განიხილავენ საკითხებს, რომელსაც შეიცავს მედიაწიგნიერება.

სკოლის დირექტორმა, სიმონ გელაშვილმა მადლობა გადაუხადა, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში, მონაწილეობისა და აქტიურად ჩართვისათვის მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

მონაწილეები - VI-XI კლასების მოსწავლეები გახლავთ. მრავალფეროვან ღონისძიებას ასევე ხელმძღვანელობდნენ: ლელა გელაშვილი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ფატმან თაბუნიძე და დიანა ვედიაკოვი - ისტორიის მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

პიროვნება
სკოლები
ქიმია-ბიოლოგიის წამყვანმა მასწავლებელმა - ლამზირა ონიანმა ამომწურავად ისაუბრა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება