მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში უნიკალური წიგნი-რვეული - „პირველკლასელთა აკადემია“ დაეხმარება.
ბავშვებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელო უსასყიდლოდ გადაეცათ.
მასშტაბური ღონისძიება, სადაც ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირველკლასელები და სკოლამდელი ასაკის 1000-მდე ბავშვი დასაჩუქრდა, ამავე სკოლაში გაიმართა და სიმბოლურად, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 364 წლისთავს დაემთხვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ბავშვებს წიგნი-რვეული საზეიმოდ გადასცეს და სწავლაში წარმატება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა