სიახლეები
სკოლები

თბილისის N48 სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა ვაჟა-ფშაველას „სათაგური“ წაიკითხეს
08-11-2022
-
+


თბილისის N48 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის წევრებმა სტრატეგიის - „ხმამაღალი კითხვა“ გამოყენებით, „მკითხველთა საათის" ფარგლებში, სათანადო ემოციით, ხმის ტონითა და ტემბრით ვაჟა-ფშაველას „სათაგური“  წაიკითხეს. 

თავდაპირველად, ისინი მწერლის ბიოგრაფიას გაეცნენ და მისი მცოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე იასუბრეს. მათ „სათაგურის“ პერსონაჟების როლები მოირგეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ. კითხვის დასრულების შემდეგ, იმსჯელეს ნაწარმოების სათაურზე, ილუსტრაციებზე, მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჯებზე, საკუთარი ვარაუდების გამართლება-არ გამართლების, ტექსტის შინაარსის, მისი შესაწავლის მნიშვნელობისა და დედაზრის შესახებ.

პრეზენტაციის ფარგლებში, ისაუბრეს და ახსნეს ის, თუ რატომ შეარჩიეს კონკრეტული ეპიზოდი თუ პერსონაჟი. შემდეგ ეტაპზე დაამზადეს ილუსტრირებული წიგნები. 

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ეკატერინე მურჯიკნელი იყო. 

„მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ წიგნის კითხვა ერთგვარი სავარჯიშოა ტვინისთვის, ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს, აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას. მოზარდს ეხმარება, რომ შეიცნოს სამყარო და უკეთ აღიქვას საკუთარი თავი ამ სამყაროში.
მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე შესწავლილი ნაწარმოებები, რომლებიც ვაჟას კალამს ეკუთვნის. იმისათვის, რომ უფრო სიღრმისეულად ჩასწვდომოდნენ ნაწარმოების შინაარსს, დედააზრს, პერსონაჟების ხასიათს, გრძნობებს, სურვილებსა და ქცევის მოტივებს.  მათ თავად შეარჩიეს და დახატეს ეპიზოდები და პერსონაჟები.
აღნიშნულმა აქტივობებმა მოსწავლეებს გაუღვივა წიგნის სიყვარული, აუმაღლა კითხვის მოტივაცია, ხელი შეუწყო კრიტიკული, კრეატიული და კონცენტრაციის უნარების განვითარებას., ფაქტებისა და მოვლენების დახარისხებას, შედარებასა და შეფასებას, ემპატიასა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც ხარისხიანი განათლების საწინდარია. ვაჟა-ფშაველას ამ შესანიშნავი ნაწარმოების შესწვლა კლუბის წევრებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ისინი გეგმავენ მოირგონ კოსტიუმები და კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინონ "სათაგურის" პერსონაჟები და ნაწარმოების საკაცობრიო მნიშვნელობა“,- წერს პედაგოგი ეკატერინე მურჯიკნელი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

7 მარტს, კოლეჯი „ახალი ტალღაში“ სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება