„მოტივაციას მაძლევს იმის შეგრძნება, რომ მელოდება სკოლა, სადაც არის ჩემი სამყარო“ - თამარ ბურჭულაძე, სამების საჯარო სკოლის დირექტორი
08-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თამარ ბურჭულაძე - მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი და ამავდროულად, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისთვის, მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის გასაღები - მათი აზრის მოსმენა, გაგება და პატივისცემაა, რაც მისთვის არის ურთიერთთანამშრომლობის, მეგობრული და თბილი გარემოს გარანტი. უფრო ვრცლად, პედაგოგის პროფესიის მნიშვნელობაზე - თამარი, ბლიც-ინტერვიუში გვესაუბრა.
- ჩემთვის პედაგოგის პროფესია ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას მოსწავლეების, მშობლებისა და საზოგადოების წინაშე, აგრეთვე წარმატებებს სწავლასა და სწავლებაში.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ურთიერთთანამშრომლობა, მეგობრული დამოკიდებულება, მათი აზრის მოსმენა, გაგება და პატივისცემა.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- „შენ ძლიერი ქალბატონი ბრძანდები და არ შეუშინდე ცხოვრებისეულ გამოწვევებს, შენ ამას შეძლებ“.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- მოსწავლეთა ნდობის მოპოვება, თუმცა არ არსებობს ისეთი სირთულე, რომელიც დაუძლეველი არ არის.
- მოტივაციას მაძლევს...
- დილით რომ ვიღვიძებ იმის შეგრძნება, რომ მელოდება სკოლა, სადაც არის ჩემი სამყარო - მოსწავლეები, კოლეგები და საყვარელი საქმიანობა.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- სუფევს ურთიერთთანამშრომლობის, ურთიერთსიყვარულის, მეგობრული და თბილი გარემო, როდესაც ყველა ბედნიერი და მოტივირებულია.