სიახლეები
სიახლეები

მათემატიკაში მაქსიმალური ქულის აღება გართულდება, თუმცა ბარიერის გადალახვა გამარტივდება - ცვლილებებს  სპეციალისტი აფასებს
09-11-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის აბიტურიენტებს უკვე გააცნო რამდენიმე საგნის ტესტში შესული სიახლეები. უკვე ცნობილია რომ ცვლილებები შევიდა მათემატიკის, ისტორიისა და უცხოური ენის გამოცდაში. ცვლილებებზე etaloni.ge კონსტანტინე კვანტალიანს, მათემატიკის სპეციალისტსა და პროექტის „ისწავლე მათემატიკა მარტივად“ დამფუძნებელს ესაუბრა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტი შედგებოდა 35 დავალებისგან - 27 არჩევითპასუხიანი (თითოეული სწორი პასუხი ფასდებოდა 1 ქულით, არასწორი - 0 ქულით), 2 ორქულიანი, 4 სამქულიანი და 2 ოთხქულიანი დავალება. ჯამში 51 ქულა.

2023 წლის ტესტში გაიზარდა დავალებების რაოდენობა და უკვე ტესტში ვიხილავთ 41 ამოცანას, საიდანაც 37 იქნება არჩევითპასუხიანი, 2 სამქულიანი და 2 ოთხქულიანი.

ტესტზე სამუშაოდ აბიტურიენტს კვლავ 3 საათი ექნება. ზღვრული ქულაც არ შეცვლილა და აპლიკანტს ტესტი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, რაც 10.2 ქულაა.

„ცალსახად გაგვიჭირდება იმის თქმა, ამით უფრო გამარტივდა თუ გართულდა ტესტის სტრუქტურა. წინა წელთან შედარებით ამოღებულია 2-ქულიანი დავალებები, რომლის ამოხსნაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. როგორც წესი, ამ დავალებებში გვხვდებოდა სისტემა და მარტივი ალგებრული ამოცანა. ხშირ შემთხვევაში, აბიტურიენტები კარგად ართმევდნენ თავს ამ დავალებების შესრულებას.

წლევანდელ ტესტში არჩევითპასუხიანი დავალებები 10-ით გაიზარდა და 27-ის ნაცვლად 37 ტესტური დავალება შეხვდებათ აპლიკანტებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი შანსი ექნებათ ქულა აიღონ ისეთი დავალებებიდან, რომლის ამოხსნაც არ იციან.

ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები მათთვის უფრო სასიკეთო იქნება, ვისი მიზანიც ზღვრული ქულის აღებაა. ხოლო ვინც მაქსიმალურ ქულას უმიზნებს, შესაძლოა 1-ქულიანმა ტესტებმა გარკვეული დაბრკოლება შეუქმნას, რადგან ამ დავალებებში, განსაკუთრებით კი ბოლო 1-ქულიანებში, საკმაოდ რთული დავალებები გვხვდება. შესაძლოა, შინაარსობრივად 3-ქულიან ღია დავალებასაც კი გაუტოლდეს. მიუხედავად ამისა, რადგან ტესტური დავალებაა, 1 ქულით ფასდება", - აღნიშნავს კონსტანტინე კვანტალიანი და აბიტურიენტებს ურჩევს საკითხები შინაარსობრივად ისწავლონ:

„აბიტურიენტებს მინდა ვურჩიო, რომ მაქსიმალურად შინაარსობრივად ისწავლონ თითოეული თემა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციონ თეორიულ ნაწილს. ეცადეთ, რომ ერთი ამოცანა სხვადასხვა გზით ამოხსნათ. გამოცდაზე ტესტური დავალებების შესრულებისას აქტიურად გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი. შესაძლოა, ესა თუ ის ტესტი ვერ ამოხსნა, თუმცა ლოგიკური მსჯელობით მიხვიდე სწორ პასუხამდე. რაციონალურად გამოიყენეთ საგამოცდო დრო. ამოცანის პირობის წაკითხვიდან, დაახლოებით, 30-40 წამში თუ ვერ ხვდებით მისი ამოხსნის გზას, გირჩევთ, რომ გამოტოვოთ და მოგვიანებით მიუბრუნდეთ.

ტესტში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ პროცენტულად უფრო მეტი აიღებს ზღვრულ ქულას წელს 2022 წელთან შედარებით.

წარმატებას გისურვებთ ამ რთულ გზაზე. შრომითა და მონდომებით ნებისმიერი შედეგის მიღწევა შესაძლებელი".

იხილეთ: უცხოური ენის მაქსიმალური ქულა 80-ის მაგივრად 70 იქნება - აბიტურიენტები „წერილს“ აღარ დაწერენ

ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება