სიახლეები
სიახლეები

„ისტორიის ტესტის ცვლილებით, აბიტურიენტებს ეს „ბენეფიტები“ ექნებათ“...
09-11-2022
-
+


2023 წლის ეროვნულ გამოცდებზე, სამი საგნის ტესტებში ცვლილებები შევიდა, მათ შორის გახლავთ ისტორიაც.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება ბარიერს არ შეხებია, თუმცა გაერთიანდა სამი დავალება, დაემატა პარალელები და უფრო  კონკრეტული კითხვებია, ვიდრე ზოგადი ხასიათის.

სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები აპლიკანტთა ნაშრომების შეფასებისას მეტ სიცხადეს შემოიტანს და გაუგებრობაც აღარ იქნება.

Etaloni.ge ისტორიის პედაგოგის, სალომე ჯანგავაძის მოსაზრებას გიზიარებთ, რომელიც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, სამის მაგივრად, აბიტურიენტებს ერთი დავალების შესრულება მოუწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი ცოდნა მხოლოდ ერთი მიმართულებით შემოწმდება, პირიქით, ეს კონკრეტული ერთი დავალება, მისცემს აპლიკანტებს შესაძლებლობას, მრავალმხრივ წარმოაჩინონ საკუთრი ცოდნა და რაც მათავარია, სალომე ჯანგავაძე გვიმხელს, თუ რა  ბენეფიტები ექნებათ აპლიკანტებს ეროვნულ გამოცდებზე ამ კონკრეტული ცვლილელებით:

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის 22-ე, 23-ე, და 24-ე დავალებების ნაცვლად მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება.  აღსანიშნავია, რომ დავალების შინაარსი უცვლელია, ცვლილება შეეხო მის ფორმატს;  მიმაჩნია, რომ მოცემული ცვლილება აუცილებელი იყო და ახლავე აგიხსნით, რატომ:  წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე, ზემოხსენებული დავალებების შეფასების კრიტერიუმები ბევრი აპლიკანტისთვის არაზუსტი და ბუნდოვანი გახლდათ.

ამჟამინდელი ფორმატით კი აპლიკანტმა უნდა უპასუხოს კონკრეტულ შეკითხვებს, რაც მას საშუალებას აძლევს,  ერთი  ისტორიული მოვლენა  რამდენიმე ასპექტით განიხილოს. დაასახელოს მოვლენის კონკრეტული მიზეზი და შედეგი; ამასთანავე, ამავე მოვლენის შესახებ მან უნდა გაიაზროს პროცესის დადებითი-უარყოფითი მხარეები და რაც მთავარია, მოსაზრებები გამყარებული უნდა იყოს შებამისი არგუმენტებით.

განსაკუთრებით მივესალმები იმ ფაქტს, რომ აბიტურიენტმა პარალელი უნდა გაავლოს სხვა ისტორიული მოვლენასთან. ეს დავალება დამოუკიდებლად აზროვნების და გაანალიზების უნარს მოითხოვს. ზოგადად, ისტორიის სწავლების მიზანიც ეს არის -  შევძლოთ ფაქტის სწორი ინტერპრეტაცია და მასზე მსჯელობა. ცვლილების შედეგად, დავალება გახდა მეტად კონკრეტული, მკაფიო და ანალიტიკურ აზროვნებაზე ორიენტირებული“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება